თქვენი მუსიკალური დანიშნულების ადგილი, სადაც მოისმენთ, უყურებთ და მოიგებთ!

ეს არის Coke Studio

COKE STUDIO™ არის რევოლუციური საერთაშორისო მუსიკალური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ყველაზე საინტერესო, ახალბედა და მიღწევების მქონე შემსრულებლებს მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულიდან, რათა მათ შექმნან „ნამდვილი მაგია“ — მუსიკალური ვარიაციები, რომლებიც ლახავს გეოგრაფიულ საზღვრებს, ფონსა და მუსიკალურ ჟანრებს იმისთვის, რომ მოიცვას სხვადასხვა აუდიტორია მსოფლიოს მასშტაბით.

ნამდვილი მაგიური მუსიკალური კლიპი

სცადეთ Coke Studio-ს ახალი მიქსი, ორიგინალური ერთობლივი პროექტი, რომელშიც მონაწილეობენ ჯონ ბატისტი, კამილო, J.I.D.-ს, ქეთ ბერნსი და NewJeans. რადგან მხოლოდ მაშინ შეგვიძლია სხვებთან რეალური კავშირი, როდესაც საკუთარი თავის მიმართ ერთგული ვართ. და ვქმნით ნამდვილად მაგიურ მომენტებს.

მუსიკალური ცენტრი Coke Studio

დაასკანირეთ Coca‑Cola-ს თუნუქის ქილა და შედით ჩვენს COKE STUDIO™-ს მუსიკალურ ცენტრში, სადაც შეძლებთ, დაათვალიეროთ შემსრულებელთა ვირტუალური, იმერსიული სამყარო და დაასრულოთ მინი-თამაშების სერიები. რა არის მთავარი ამოცანა? შეაგროვეთ ოთხი ალბომი, რომლებიც დამალულია COKE STUDIO™-ს ჩანაწერების ცენტრის სხვადასხვა სივრცეში.

მონაწილეობს ჯონ ბატისტი

ჯონ ბატისტი მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა, პროდუქტიული და დახელოვნებული მუსიკოსია. ბატისტმა ჯერ ბაკალავრის, შემდეგ კი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი მიიღო მსოფლიოში ცნობილ ჯულიარდის სკოლაში, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს. 2020 წელს მან მიიღო „ოსკარი“ „Disney/Pixar“-ის წარმოებული ფილმის „SOUL“ „საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკისთვის“. ეს ჯილდო მან გაიზიარა კოლეგა კომპოზიტორებთან ტრენტ რეზნორთან და ატიკუს როსთან ერთად. ის რიგით მეორე შავკანიანი კომპოზიტორია ისტორიაში ლეგენდარული ჯაზ-მუსიკოსის ჰერბი ჰენკონის შემდეგ, რომელმაც მიიღო „ოსკარი“ ფილმისთვის შექმნილი მუსიკისთვის. ბატისტის უახლესი სტუდიური ალბომი „WE ARE“ 2021 წლის მარტში გამოვიდა და მან კრიტიკოსების აღფთოვანებული გამოხმაურება მიიღო. ამან კი გამოიწვია მისი წარდგენა „გრემის“ აკადემიის 11 ნომინაციაში 7 სხვადასხვა კატეგორიაში, რაც აკადემიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. „გრემის“ ზემოხსენებული ნომინაციებიდან მან 5-ში აიღო ჯილდო, მათ შორის კი „წლის საუკეთესო ალბომია“.

ყველა შემსრულებელი

COKE STUDIO™-ში მონაწილეობს 17 ყველაზე პოპულარული მუსიკალური შემსრულებელი მითითებული ქვეყნებიდან: აშშ, გაერთიანებული სამეფო, კანადა, სამხრეთი აფრიკა, კოლუმბია, ეგვიპტე, ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში, თურქეთი, ჩინეთი, კორეა და ფილიპინები. გადახედეთ მათ სიას ქვემოთ!“