აფროტო

ახმედ მუჰამედ აბდელმაგიდი, ასევე, ცნობილი, როგორც „აფროტო“, ალექსანდრიელი რეპერი და სიმღერების ავტორია. 26 წლის ასაკში დაიწყო საშემსრულებლო კარიერა ბიტბოქსით, ამასთანავე, უსმენდა სხვადასხვა რეპერს, რამაც საბოლოოდ მას გამბედაობა მისცა, თავად დაეწყო სიმღერების წერა. იმის მიუხედავად, რომ ოჯახი მისი არჩევანის წინააღმდეგი იყო, მან დაწერა და ჩაწერა პირველი სინგლი „Ahmed Ala Esm Geddi“ — ეს მუსიკალურ ინდუსტრიაში აფროტოს აღმასვლის მხოლოდ დასაწყისი იყო.