„ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავის სახელი ალტერნატიულ პოპში, ევდეკი საათი, რომელიც 2014 წელს აიღო ერენ ალიჩიმ. მისი სადებიუტო სიმღერა იყო „Biraz Olsun“ . სიმღერა გამოქვეყნდა YouTube-ს არხზე, ევდეკი საათმა სახელი გაითქვა ამ სიმღერის მეშვეობით, რომელიც სულ უფრო პოპულარული გახდა და გავრცელდა მსმენელებს შორის. ევდეკი საათის მუსიკამ, რომლის მელოდიასა და ტექსტებსაც თავადვე ქმნიდა, მსმენელების ფართო აუდიტორია მოიხვეჭა. შემსრულებლის სიმღერამ „Uzunlar“ 2020 წელს თავისი კვალი დატოვა მუსიკალურ ინდუსტრიაში. გარდა ამისა, მან წარმატებით გამართა წამდენიმე კონცერტი ისეთ სცენებზე, რომელთა შორისაა „Küçükçiftlik Park“, „Zorlu PSM“, „Internationales Theater Frankfurt“, „Bitterzoet“. ევდეკი საათი მიზნად ისახავს, შექმნას უნიკალური გაერთიანებული ნაწარმოები, რომელშიც შევა როგორც მისი მშობლიური ქვეყნის, ისე მსოფლიოს ყველა ქვეყნის მუსიკა.ერენ ალიჩი 1995 წელს ბურსაში დაიბადა. მუსიკის მიმართ ლტოლვა მას ბავშვობის ასაკიდან გაუჩნდა. სანამ პროექტი ევდეკი საათი შეიქმნებოდა, ერენმა გამოუშვა საკუთარი მუსიკა და ატვირთა პლატფორმაზე SoundCloud. ერენი დროის უდიდეს ნაწილს მუსიკის შექმნას, მოსმენასა და სხვა შემსრულებლების მუსიკის კვლევას ახმარს, აგრეთვე, დიდ ყურადღებას უთმობს თავისი სიმღერების ტექსტებს.