Featured Artist
ჯონ ბატისტი მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა, პროდუქტიული და დახელოვნებული მუსიკოსია. ბატისტმა ჯერ ბაკალავრის, შემდეგ კი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი მიიღო მსოფლიოში ცნობილ ჯულიარდის სკოლაში, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს. 2015 წლიდან 2022 წლამდე ბატისტი „CBS“ არხზე იყო შოუს „The Late Show სტივენ კოლბერტის მონაწილეობით“ ბენდის ლიდერი და მუსიკალური ხელმძღვანელი 2018 წელს მან მიიღო ჯილდო „გრემის“ ნომინაციისთვის „Best American Roots“ (საუკეთესო ამერიკული წარმოშობის მუსიკოსი), ხოლო 2020 წელს ის „გრემის“ აკადემიის ორ ნომინაციაში დასახელდა მითითებული ალბომებისთვის: „CHRONOLOGY OF A DREAM“: „LIVE AT THE VILLAGE VANGUAR D“ და „MEDITATIONS“ (კორი ვონგის მონაწილეობით). 2020 წელს მან მიიღო „ოსკარი“ „Disney/Pixar“-ის წარმოებული ფილმის „SOUL“ „საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკისთვის“. ეს ჯილდო მან გაიზიარა კოლეგა კომპოზიტორებთან ტრენტ რეზნორთან და ატიკუს როსთან ერთად. ჯონის ნაშრომმა ფილმისთვის „SOUL“ მას მოუტანა „ოქროს გლობუსი“, „BAFTA“, „NAACP Image Award“ პრემია და ჯილდო „კრიტიკოსების არჩევანი“. ის რიგით მეორე შავკანიანი კომპოზიტორია ისტორიაში ლეგენდარული ჯაზ-მუსიკოსის ჰერბი ჰენკონის შემდეგ, რომელმაც მიიღო „ოსკარი“ ფილმისთვის შექმნილი მუსიკისთვის. ბატისტის უახლესი სტუდიური ალბომი „WE ARE“ 2021 წლის მარტში გამოვიდა და მან კრიტიკოსების აღფთოვანებული გამოხმაურება მიიღო. ამან კი გამოიწვია მისი წარდგენა „გრემის“ აკადემიის 11 ნომინაციაში 7 სხვადასხვა კატეგორიაში, რაც აკადემიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ზემოხსენებული ნომინაციებიდან მან 5-ში აიღო ჯილდო, მათ შორის კი „წლის საუკეთესო ალბომია“.