თუკი შეაჯამებდით „Z თაობის“ ყველაზე გამორჩეულ და სასიამოვნო თვისებებს და მას შეურწყამდით ერთ იდეალურ პოპ-ვარსკვლავს, მაინც ვერ შეძლებდით უფრო შესაფერისი შემსრულებლის პოვნას, რომელიც აერთიანებს ამ თვისებებს, ვიდრე ქეთ ბერნსია. სამხრეთ ლონდონის სტრეტემის რაიონის მკვიდრი, 22 წლის ქეთი მომღერალი და სიმღერების ავტორია, რომლის ალბომს პლატინის სტატუსი აქვს. მისი საშემსრულებლო ინდივიდუალიზმი გამოირჩევა ელეგანტური, გულწრფელი, უბრალო ენით დაწერილი ტექსტებითა და მელოდიებით, რომლებიც მომენტალურად ხდება ისეთი ნაცნობი, თითქოს ისინი ყოველთვის არსებობდა. განსაცვიფრებელი ხმის წყალობით ქეთი ძალიან სწრაფად ჩაუდგა სათავეში სინგლების ჩარტებს და მას ფენომენალურად წარმატებული წლის განმავლობაში მრავალი ჯილდო მოაპოვებინა. „BRITs Rising Star“ (ბრიტანეთის ამომავალი ვარსკვლავი) ნომინაციის შემდეგ, ის მოხვდა 2023 წლის გამოკითხვაში „BBC Sound Poll“ (BBC-ს საუკეთესო ხმა), ასევე, მიიღო „Spotify Global RADAR“-ის შემსრულებლის წოდება და 2022 წელს გაერთიანებულ სამეფოში ქალ შემსრულებლებს შორის პირველ ადგილზე გავიდა გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით. „BRIT“ სკოლის კურსდამთავრებული ქეთი ყველას ყურადღების ცენტრში მოექცა მისი საყოველთაოდ ცნობილი ჰიტის, „go“-ს მეშვეობით. თავდაპირველად, „go“ 2020 წელს გამოვიდა, 2022 წლის დასაწყისში კი სიმღერა TikTok-ის საერთაშორისო პლატფორმაზე დიდ მოვლენად იქცა, რომლის შედეგად ქეთი საჯაროდ ცნობილი გახდა — სტრეტემში მეორე ადგილი დაიკავა სინგლების ოფიციალურ სიაში და პირველობისთვის პაექრობა გაუწია ჰარი სტაილსა თუ კეიტ ბუშს. „go“-მ ქეთს პირველი პლატინის ალბომის სერტიფიკატი მოაპოვებინა, მისი მხურვალე გულშემატკივრების წრე კი მკვეთრად გაფართოვდა. წარუმატებელი სიყვარულის ჰიმნი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა, მასზე არაერთი რემიქსი შეიქმნა, მათ შორის, სპეციალური პროექტი დაიწყო მრავალი ჯილდოს მფლობელ სემ სმიტთან ერთად, რომელთანაც ქეთს ამჟამად ახლო მეგობრობა აკავშირებს. დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, 2022 წლის მაისში, მან გამოუშვა მინიალბომი „emotionally unavailable“, რომელშიც შევიდა 6 ნამუშევარი. სიმღერები შეეხი მისი თაობის ახალგაზრდებში მენტალური ჯანმრთელობის სირთულეებს, აგრეთვე, ასახავდა მისი ცხოვრების ინტროსპექციულ ანალიზს — ერთდროულად საზეიმოსა და თვითკრიტიკულს. როგორც ის ამბობს: „ჩემი პიროვნება, უდავოდ არის გადაჯაჭვული ჩემს მუსიკასთან“. მისი ტრეკი „ghosting“, რომელიც შესულია მინიალბომში „emotionally unavailable“, ეხება სულიერი გამოჯანმრთელების გზაზე პაუზის აღებას და „მცირე დროით აჩრდილად გადაქცევას“. ქეთმა საკუთარი მინიალბომის გამოშვება აღნიშნა სამი კონცერტით, რომლებზეც ყველა ბილეთი გაიყიდა. ორი კონცერტი ჩატარდა ლონდონის OMEARA-ში, მესამე კი მანჩესტერის „The Deaf Institute“-ში, სადაც ის თავის გულშემატკივრებს პირადად პირველად შეხვდა პანდემიის შემდეგ, რომელმაც მსოფლიო სრულად შეცვალა. ქეთის გამოსვლა ცოცხალი შესრულებით ამ წელს მისი დონის შემსრულებლისთვის გრანდიოზულად ჩატარდა. მას შემდეგ, რაც ქეთმა ლონდონელ მეი მალერის მხარდასაჭერად მასთან ერთად გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით გამართულ ტურნეში მიიღო მონაწილეობა, ის მსოფლიო დონის ვარსკვლავმა, ედ შერანმა აირჩია, რომ გაეხსნა თავისი საერთაშორისო ტურნეს, „Mathematics Global Tour“-ის ევროპული ეტაპი. ევროპის მასშტაბით დაძაბული სადებიუტო წარმოდგენების სერიის შემდეგ, რომელშიც „ძია ედთან“ (სახელი, რომელსაც მოფერებით ეძახის ედ შერანს) ერთად იღებდა მონაწილეობას, სამშობლოში დაბრუნებულ ქეთს თბილად დახვდა აუდიტორია. მედიის პირველ გვერდზე გაშუქებული შოუ „KOKO“ ანშლაგით ჩატარდა. 2023 წლის გეგმები ცოცხალი შესრულებით ჩასატარებელი კონცერტების შესახებ უკვე შედგენის პროცესშია; მომავალი წლის აპრილში ის მონაწილეობას მიიღებს სემ სმითის ტურნეში „Gloria“, რომელსაც დიდი ხანია ელის მსმენელი. ამის შემდეგ, ზაფხულში, ქეთს დაგეგმილი აქვს, რომ შეუერთდეს ედ შერანის აშშ-ის ტურნეს „Mathematics Global Tour“. როგორც ქეთ ბერნსის ყველა სიმღერაში, ამ ნაწარმოებშიც, მისი მიმზიდველობის მიღმა დაფარული სიღრმე იმალება. 2020 წელს ქეთმა საკუთარი თავი წარმოაჩინა და აღიარა საკუთარი სექსუალური ორიენტაცია. „მას შემდეგ, რაც საკუთარი იდენტობა გავარკვიე, შემდეგ კი, როდესაც მეტი რამ შევიტყვე ლგბტქ+-ის ისტორიის შესახებ, ამან განსაზღვრა, თუ როგორ ვიმოქმედო მომავალში“. მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, რომ თავი მუსიკის ნაწილად იგრძნონ, თუნცაც მცირედი ცვლილებისთვის“. ქეთის მიერ, 2021 წლის მიწურულს საკუთარ პლატფორმებზე გამოშვებული „Free“ მოულოდნელი აღმოჩნდა მსმენელებისთვის, მაგრამ ის განსაკუთრებული სითბოთი მიიღო საზოგადოების ლგბტქ+ ნაწილმა. ის გამოვიდა ცნობილ „Brighton Pride“ პარადზე, გამოჩნდა გამოცემების „Attitude Magazine“ და „GAY TIMES“ ფურცლებზე. ამ გამოცემებმა მუსიკოსი თავიანთ ნომინაციებში „მუსიკა“ და „მუსიკის ამომავალი ვარსკვლავი“ დააჯილდოვეს. შესაბამისი ცერემონიები 2022 წელს გაიმართა. ამასთანავე, მან მონაწილეობა მიიღო „Royal Vauxhall Tavern“-ში, „Channel 4“-ის სპეციალურ გამოშვებაში „Pride TV“. ქეთი ყველგან საკუთარ სიტყვას ამბობდა ახალგაზრდა, შავკანიანი და არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების შემოქმედების მხარდასაჭერად. როდესაც საქმე ეხება რასას, სექსუალურ ორიენტაციას, სულიერ ჯანმრთელობასა თუ ურთიერთობებს, ქეთს საკუთარი პიროვნების ყველა ასპექტის წარმოჩენა მუდამ თავისუფლად შეუძლია. მიკროკოსმიური ხდება მაკროკოსმიური, როდესაც ის ხსნის კონვერტს იმ მრავალფეროვანი თვისებების შესახებ, როგორიც არის „Z თაობის“ წარმომადგენელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქეთს მხიარული ხასიათიც არ აქვს. „მე მხოლოდ ის მომღერალი არ ვარ, რომელსაც სურს, სიმღერები მიუძღვნას კონკრეტულად თითოეული რთული პრობლემის გაშუქებას. არც მე აღვიქვამ ბევრ რაიმეს სერიოზულად,“ — დასძენს ის. ქეთ ბერნსის გულწრფელი და გააზრებული ხმა, დოკუმენტური სიზუსტით ავთენტურად ასახავს მის გარშემო არსებულ სამყაროს, ის სათავეში უდგას იმ ახალგაზრდა თაობას, რომელსაც არ ეშინია მსოფლიოს პოპ-მუსიკის სამყაროში საკუთარი სივრცის საკუთარი პირობებით დაკავების. „ვფიქრობ, რომ ადამიანებს სჭირდებათ, მოუსმინონ ვინმეს, ჩემს მსგავსს, რომელიც ამ მუსიკას ქმნის“ — ამბობს ის. იქნება ეს უფრო ნელი, ინტროსპექტიული სიმღერები (მაგ., „sleep at night“), თუ ამაღლებული ბალადა, რომელშიც ასახულია, როგორ ლახავს სირთულეებს ქეთი თან ღირსეულად და მოხდენილად, თუ ოპტიმისტური, სასულიერო ელფერის მქონე „people pleaser“, ქეთ ბერნსი ახერხებს, რომ მისმა ხმამ შეინარჩუნოს ინდივიდუალურობა და თან იყოს უნივერსალური ერთდროულად. „მე მუდამ გაუმჯობესებისკენ ვილტვი, რომ უკეთესი ადამიანი გავხდე“ — აცხადებს ის. „ვფიქრობ, რომ ჩემს მუსიკაში ეს ჩანს იმის მიხედვით, თუ როგორი გულწრფელი, ღრმა და პირდაპირი ვარ“. მუსიკა ყოველთვის იყო ქეთის ცხოვრებისა და აღზრდის ნაწილი. „სულ ვმღეროდი; და მუსიკა ყოველთვის ჩემ გარშემო იყო“, — ამბობს მომღერალი. მისმა ოჯახმა ეს ნიჭი შენიშნა და მისი ტალანტის განვითარებას ხელი შეიწყო; დედამისი სასულიერო სიმღერების გუნდში მღეროდა მთელი მისი ბავშვობის განმავლობაში. მოგვიანებით, როდესაც ქეთი დაუბრუნდა ქუჩაში შესრულებას ლონდონის სამხრეთ სანაპიროზე (Southbank), დედა-შვილი ერთად ასრულებდა მუსიკას, რასაც აკომპანირებას უწევდა სასულიერო გუნდი „House Gospel Choir“. 2014 წელს ის გახდა „The Brit School“-ში სტუდენტი და პირდაპირ იგივე გზა გაიარა, რაც ადელმა, ემი უაინჰაუსმა და FKA-მ, რომლებმაც მუსიკის სამყაროში ახალი ეპოქა გახსნეს. როგორც მუსიკოსი იხსენებს, ის ერთადერთი პოტენციური სტუდენტი იყო, რომელმაც მოსმენებზე შესასრულებლად აირჩია ჯიმი ჰენდრიქსის „All Along The Watchtower“. ქეთს შენარჩუნებული აქვს კათოლიკური ტრადიციისთვის დამახასიათებელი გემოვნება, ის შთაგონებას იღებს სასულიერო სიმღერებიდან და კირკ ფრანკლინის მსგავსი შემსრულებლებისგან, ისევე, როგორც ჯგუფ „Destiny’s Child“-ის ენერგიული, რიტმული პაუერ-პოპიდან. ვოკალურ პარტიას მუსიკოსი საეკლესიო მუსიკისა და რადიოში გაჟღერებული პოპის ერთდროულად მოსმენით სწავლობდა, რამაც დროთა განმავლობაში ჩამოაყალიბა მისი მარტივი, ღრმა გრძნობების მატარებუელი ელეგანტური სტილი. საკუთარი სადებიუეტო მინიალბომი 2016 წელს გამოსცა, რომლითაც საფუძველი ჩაუყარა გულშემატკივრების გაერთიანებას. სულ რაღაც 24 საათის განმავლობაში მისი „Adolescent“ მე-11 ადგილზე გადავიდა მომღერლების/სიმღერების ავტორების ჩარტებში, რამაც მას მუსიკალურ რუკაზე, როგორც ახალგაზრდა შემსრულებელს, მყარად მოაკიდებინა ფეხი. მისი პირველი სინგლი „Sober“ კი 2018 წელს გამოვიდა. შემსრულებლის, როგორც სიმღერების ავტორის განსაკუთრებული უნარები განსაზღვრავს მის ემოციურ სიღრმეებს, „მე საფუძვლიანად ვაკვირდები ადამიანებს“, — დასძენს ის. „მე ვამჩნევ ხასიათის იმ თვისებებს, რომლებიც გვაერთიანებს“, რითაც ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ დაკვრვების უნარს, რაც მას ეხმარება საკუთარი ლექსებით ასახოს ავთენტურობა. „ვფიქრობ, რომ ეს მართლა ძალიან მეხმარება სიმღერების დაწერაში, რომლებიც ეხება ისეთ სიტუაციებს, რომელთა მოწმეც გავხდარვა და შემდეგ, მოვხვედრილვარ კიდეც“. გასაოცარი და მჩქეფარე ახალგაზრდა ტალანტი, რომლის ვოკალური ნიჭი ცნობილი გახდა, როდესაც 20 წელს გადასცდა, ქეთ ბერნსი დღევანდელი ახალგაზრდობის ხმას წარმოადგენს. წყნარი თავდაჯერებულობა, თანდაყოლილი ინტელექტი, თვითრწმენა ქედმაღლობის გარეშე. სავარაუდოდ, 2023 წელი ქეთ ბერნსს დიდ წარმატებას უმზადებს, ის კი მზად არის, მომავალი სუპერვარსკვლავის სტატუსს, რომელიც მას ელის, ორივე ხელით ჩაებღაუჭოს.