YUNGBLUD აცხადებს, რომ რაც თავი ახსოვს, მუსიკა სულ იყო მის ცხოვრებაში: 2 წლის ასაკში მან მამის ინსტრუმენტების მააღაზიიდან აიღო გიტარა და იმ დროიდან მოყოლებული, მისი მთელი ცხოვრების სიყვარულის ისტორიაც დაიწყო. დომინიკ ჰარისონი დაიბადა იორკშირში, საკუთარი სიმღერების დაწერა კი 10 წლის ასაკში დაიწყო, რის შემდეგაც ის გაიტაცა თვითგამოხატვის სიამოვნებამ, რასაც სხვაგან ვერსად ახერხებდა. 2018 წელს, ამავე სახელის მქონე სადებიუტო მინიალბომის შექმნის შემდეგ 25 წლის მუსიკოსის ტექსტებმა უნივერსალური თვითანალიზის უნარი, საკუთარი სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, კლასობრივი ჯენტრიფიკაციისა და სულიერი პრობლემების აღიარება შეძლო, რითაც ის შეეცადა, თავისი თაობის სულიერი მდგომარეობა გამოეხატა. მისი ფანების რაოდენობა აურაცხელია, ციფრები კი რეზონანსის პროპორციულია: ჰარისონს ყოველთვიურად 7,2 მილიონი მსმენელი ჰყავს Spotify-ზე, 5 მილიონი გამომწერი TikTok-ზე, ხოლო Youtube-ზე მისი ნახვების რაოდენობა ცხრანიშნა რიცხვით განისაზღვრება. ჰარისონის პირველ შემოქმედებითი განაცხადი იყო 2018 წელს გამოშვებული სადებიუტო ალბომი „21st Century Liability“, რომელმაც დაამკვიდრა მისი სტატუსი გაბედული ინდივიდუალურობისათვის, რამდენადაც საკუთარი ლექსებით შემსრულებელმა სცადა კულტურული ტაბუს დარღვევა. 2019 წელს ამას მოჰყვა მინიალბომი სახელწოდებით „hope for the underrated youth“, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ალბომების საუკეთესო ათეულის ჩარტში პირველად მოხვდა. ამას კი კვალდაკვალ მოჰყვა წარმატებები: 2020 წლის „BBC Sound“-ის გამოკითხვაში მოხვდა ნომინანტებს შორის და შედეგად, „MTV Push“-ის ლაურეატი გახდა: „Ones to Watch“ ნომინაციის გამარჯვებული. ჰარისონმა დადებული პირობაც შეასრულა და მეტიც თავისი მეორე ალბომით „weird!“, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტს სათავეში ჩაუდგა და ოქროსი გახდა კიდეც. მას შემდეგ, რაც რამდენიმე მუსიკალური ტურნე გამართა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, მიღწეული წარმატება განსაცვიფრებელი იყო! შესაძლებლობა მისცა ჰარისონს, ანშლაგით გამოსულიყო ხუთდღიანი წარმოდგენით ლონდონის „Kentish Town Forum“-ზე, ხოლო „Alexandra Palace“-ში 10 000-კაციანი აუდიტორიის წინაშე წარმდგარიყო, რომ თავისი ფანებისთვის ცოცხლად შეესრულებინა მუსიკა, რასაც ისინი მოკლებული იყვნენ პანდემიის დროს. 2022 წლის სექტემბერში ჰარისონმა გამოსცა მესამე სტუდიური ალბომი, რომელსაც მსმენელი დიდხანს ელოდა. ალბომმა გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა გამოსვლიდან ერთ კვირაში, რითაც ნახტომით შეიჭრა თავისი შემოქმედების ახალი ერაში.ამ წლის თებერვალში, ჰარისონმა წამოიწყო მსოფლიო ტურნე. ტურნე დაიწყო გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სხვადასხვა არენაზე გამოსვლით, მათ შორის, წარმოდგენა გამართა უემბლის არენაზე „OVO“.