ქსინ ლიუ ყველაზე ახალგაზრდა და ამავდროულად, ყველაზე ცნობილი ინფლუენსერი მომღერალი, პროდიუსერი და მოდის სიმბოლოდ აღიარებული პირია ჩინეთში. ის აგრეთვე პროფესიონალი ქუჩის მოცეკვავეა. 2020 წელს მან მონაწილეობა მიიღო ჩინეთში ჩატარებული რეალითი შოუს მეორე სეზონში „Youth With You“, სადაც მისმა დებიუტმა პირველი ადგილი და უცხოეთში პოპულარობა მოუტანა. გარდა ამისა, ჟურნალმა „Forbes China“ 30 წლამდე ასაკის რჩეულთა სიაში შეიყვანა. 2021 წელს გამოუშვა პერსონალური ალბომი, რომელმაც 54 მილიონი ასლი გაყიდა მსოფლიოს მასშტაბით და მსოფლიოს სხვა ალბომებს შორის გამართული ჩემპიონატიც მოიგო. ქსინ ლიუს მუსიკალურმა ნამუშევრებმა მას „წლის საუკეთესო მომღერალი და მოცეკვავე შემსრულებლისა“ და „წლის პოპულარული არტისტის“ ჯილდოები მოაპოვებინა ჩინეთის ყველაზე დიდ მუსიკალურ პლატფორმაზე (Tencent Music Entertainment) 2021 წელს. 2022 წელს ის გახდა პირველი ქალი კაპიტანი ჩინეთის ცეკვის საკონკურსო შოუს ისტორიაში სახელწოდებით „Street Dance of China“ მენტორის რანგში. მისი სოლო-საკონცერტო ტურიც ამავე წელს გაიმართა ჩინეთის ფარგლებში. ის ყველაზე ცნობილი ინფლუენსერია მუსიკალურ ინდუსტრიაში და აგრეთვე ახალგაზრდა მოდელი ჩინეთში, რომელიც გულწრფელად უყვართ როგორც მთელ მსოფლოში ცნობილ ბრენდებს, ისე ჩინურ მედიას.