New Jeans

„NewJeans“ პირველი ჯგუფია, რომელიც შექმნა კომპანიამ „ADOR“, თავის მხრივ, კომპანია „HYBE“-ს დამოუკიდებელმა ლეიბლმა, რომლის სათავეშიც მინ ჰი-ჯინი ჩაუდგა. რეალისტური და ავთენტური მუსიკით, რომელიც ახალგაზრდა თაობის ანარეკლს წარმოადგენდა, ხუთი წევრისგან შემდგარი ჯგუფი (მინჯი ჰანი, დანიელი, ჰერინი და ჰაიინი) ისწრაფვის, K-პოპის ახალ სიმაღლეზე აყვანას, რისთვისაც აფართოვებს ამ მიმართულების არსებულ საზღვრებს. როგორც ჯინსი არის თაობების განმავლობაში ყველა გარდერობის ძირითადი ტანსაცმელი, ჯგუფი „NewJeans“-იც იმედოვნებს, შექმნას ისეთი გემოვნებიანი სიმღერები, რომლებიც თქვენს დასაკრავ სიაში მარადიულ ადგილს დაიმკვიდრებს.  „NewJeans“-ის ციფრული ალბომის გამოშვება 2022 წლის 1-ელ აგვისტოს აღნიშნავს ბენდის გრანდიოზულ დებიუტს, რომელსაც მოუთმენლად ელოდა მისი ფანების ამალა.