სიმღერების ავტორი, შემსრულებელი და ელექტრონული მუსიკის ცოცხალი შემსრულებელი ჯესი რეიზი ფლობს რამდენიმე პლატინის ალბომსა და უამრავ ჯილდოს, ცნობილია საკუთარი საზოგადოებრივი პოზიციის ღიად დაფიქსირებით, ერთდროულად მოღვაწეობს სხვადასხვა სფეროში.ჯესი დაიბადა კანადის ქალაქ ტორონტოში, კოლუმბიელი იმიგრანტების ოჯახში. ჯესი სხვადასხვა სამყაროს გავლენით იზრდებოდა. ენობრივი თუ კულტურული თვალსაზრისით ის განსხვავებულ გარემოში მოხვდა, სწორედ მუსიკა იყო მისთვის ყოველთვის უნივერსალური საყრდენი წერტილი. შემსრულებელს გიტარის დაკვრა მამამ ასწავლა ადრეულ ასაკში. ჯესი თვითგამოხატვის სხვადასხვა საშუალებას ხან ინტრუმენტებში, ხანაც სიმღერასა თუ ცეკვაში ეძებდა. 2022 წელს ჯესიმ გამოუშვა მეორე მუსიკალური ალბომი „YESSIE“, , რომელშიც აღწერილია მისი ემოციური მდგომარეობის მოგზაურობა სიყვარულიდან და დანაკარგიდან განკურნებამდე, ჰარმონია და ბედნიერებამდე. ალბომმა, რომელიც მოჰყვა იმავე წელს „Coachella“-ს ფესტივალზე ჯესის გამოსვლასა და ბილი აილიშის მსოფლიო ტურნეში „Happier Than Ever“ მის მონაწილეობას დაემთხვა, მოწონება დაიმსახურა ისეთი გამოცემების მხრიდან, როგორებიცაა „The New York Times“, „NPR“, „Rolling Stone“, „Billboard“, „Variety“, „XXL“, „Vibe“ და სხვა მრავალი. ჯესის სადებიუტო ალბომი „Before Love Came To Kill Us“ შევიდა„Billboard“-ის რიტმი და ბლუზის ალბომების ჩარტის საუკეთესო ხუთეულში რითაც მოაგროვა 1,2 მილიარდზე მეტი მოსმენა მსოფლიოს მასშტაბით. ამის შემდეგ კი გამოვიდა მისი ორი მინიალბომი „Kiddo“ და „Being Human In Public“, რომლებმაც კრიტიკოსების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. ჯესის მეორე მინიალბომი ნომინირებული იყო „გრემის“ ჯილდოზე საუკეთესო თანამედროვე ქალაქური ალბომისთვის და მან 5 „Juno Awards“-ის ჯილდო მოიპოვა წლის საუკეთესო „R&B/ ჟანრის სოულის ალბომის", „საუკეთესო კლიპისა“ და „საუკეთესო დამწყები შემსრულებლის“ ნომინაციებში, ხოლო მიმდინარე წელს „R&B ჟანრში წლის საუკეთესო თანამედროვე ალბომის“ ტიტული მის „YESSIE“-ს ერგო. სადებიუტო ალბომისთვის 2020 წელს მან მიიღო შემდეგი ტიტულები: „საუკეთესო ქალი შემსრულებლის სადებიუტო ალბომი“ და „R&B ჟანრის ალბომი“, მანვე წარმატებულად შეასრულა მცირე ნაწილი ბიონსეს ვიზუალურ ალბომში „Black is King“ , მონაწილეობა მიიღო ისეთ შოუებში, როგორიცაა „The Tonight Show ჯიმი ფელონის მონაწილეობით“, „Late Night სეთ მეიერსთან ერთად“, „ჯიმი კიმელის შოუ პირდაპირ ეთერში!“ და „The Daily Show ტრევორ ნოას მონაწილეობით“.