კოკა-კოლას სერვისის მიწოდების პირობები 

ძალაში შესვლის თარიღი: 2022 წლის 1 აგვისტო

ძველი ვერსიების სანახავად, მიჰყევით ბმულს ​​აქ.

გაეცანით კოკა-კოლას სერვისის მიწოდების პირობებს („პირობები“).  

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წარმოდგენილ პირობებს, რომლებიც წარმოადგენს იურიდიულ შეთანხმებას კოკა-კოლას კომპანიასა და მის აფილიატებს შორის (ერთობლივად კოკა-კოლა“ ან ჩვენ) და თქვენ.  

ამ პირობებს გავლენა აქვთ კოკა-კოლასთან წარმოქმნილი დავების გადაჭრის გზებზე.     

1. შესავალი

2. როდის მოქმედებს ეს პირობები?

3. სად მოქმედებს ეს პირობები?

4. შეცვლის თუ არა კოკა-კოლა ამ სერვისებს?

5. შეცვლის თუ არა კოკა-კოლა პირობებს?

6. ანგარიში სავალდებულოა?

7. არის თუ არა კოკა-კოლას სერვისები ფასიანი?

8. ვის საკუთრებაშია სერვისები?

9. რა არის სერვისების ნებადართული გამოყენება?

10. ვრცელდება თუ არა რაიმე სპეციფიური პირობები აპლიკაციების გამოყენებაზე?

11. როდის იწყება ამ წესების მოქმედების ძალა? როდის სრულდება მათი მოქმედების ვადა?

12. ვინ არის პასუხისმგებელი მიბმულ სერვისებზე?

13. როგორ იზღუდება კოკა-კოლას პასუხისმგებლობა ამ წესების თანახმად?

14. როგორ დაუკავშირდება კოკა-კოლა მომხმარებელს?

15. როგორ დავუკავშირდე კოკა-კოლას?

16. სხვადასხვა

17. დავების გადაწყვეტა

18. სპეციფიკური იურიდიული ტერმინები

 

1. შესავალი

ეს პირობები ადგენენ კოკა-კოლას ვებგვერდის, მობილური აპლიკაციების („აპლიკაციები“), ვიჯეტებისა და კოკა-კოლას მიერ მოწოდებული სხვა ონლაინ და ოფლაინ სერვისების გამოყენების პირობებსა და წესებს (ერთად, „სერვისები“). სერვისის მომწოდებელია კოკა-კოლას კომპანია, One Coca‑Cola Plaza, ატლანტა, ჯორჯია 30313

ეს წესები ვრცელდება როგორც დარეგისტრირებულ, ისე რეგისტრაციის გარეშე შემოსულ მომხმარებელზე. 

ამ სერვისებით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით მათი გამოყენების წესებსა და პირობებს. თუ არ ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს, გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ამ სერვისებს. 

გთხოვთ, ასევე იხილოთ კოკა-კოლას მომხმარებელთა კონფიდენციალურობის პოლიტიკის (ან თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი კონფიდენციალურობის პოლიტიკა ან დებულება), რომ გაიგოთ, თუ როგორ ამუშავებს კოკა-კოლა მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს.

2. როდის მოქმედებს ეს პირობები? 

ეს პირობები ვრცელდება ახალ მომხმარებლებზე და მათი ძალაში შესვლის თარიღი აღნიშნულია ზემოთ. ყველასთვის ვინც იყენებს სერვისებს ზემოთაღნიშნულ თარიღამდე, ვრცელდება წესების ძველი ვერსიები ამოქმედების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.  

როდესაც თქვენ ქმნით ანგარიშს, ეცნობით და სარგებლობთ სერვისებით, ან როდესაც ეთანხმებით წესებს, თქვენ უდასტურებთ კოკა-კოლას, რომ ხართ უფლებამოსილი გამოიყენოთ ეს სერვისები და დაიცავთ ამ პირობებს.  

იმისათვის რომ გამოიყენოთ ჩვენი სერვისები, თქვენ უნდა იყოთ თქვენს საცხოვრებელ ადგილზე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სრულწლოვანი ან სხვამხრივ იურიდიულად უფლებამოსილი დადოთ ხელშეკრულება კოკა-კოლასთან.  

თუ თქვენ არ ხართ თქვენს საცხოვრებელ ადგილზე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სრულწლოვანი ან სხვამხრივ იურიდიულად უფლებამოსილი დადოთ ხელშეკრულება კოკა-კოლასთან, მაშინ ამ წესებსა და პირობებს უნდა დაეთანხმოს თქვენი მშობელი ან კანონიერი მეურვე. ამ სერვისების გამოყენებამდე, გთხოვთ, სთხოვოთ თქვენს მშობელს ან კანონიერ მეურვეს გაგაცნოთ ეს პირობები. 

მშობლები და კანონიერი მეურვეები: თუ თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს არასრულწლოვნის სახელით, თქვენ უდასტურებთ Coca‑Cola-ს, რომ ხართ ბავშვის მშობელი ან კანონიერი მეურვე; ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ამ პირობებს და კოკა-კოლას მომხმარებელთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას (ან თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი კონფიდენციალურობის პოლიტიკას ან შეტყობინებას) ბავშვის სახელით; ასევე, იღებთ სრულ პასუხისმგებლობას ბავშვის მიერ სერვისების გამოყენებასა და მათი გამოყენების წესების დაცვაზე. 

თუ თქვენ არ ხართ უფლებამოსილი გამოიყენოთ ეს სერვისები ან არ ეთანხმებით ამ პირობებს, თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ ეს სერვისები.

3. სად მოქმედებს ეს პირობები?

ეს პირობები ვრცელდება იმ სერვისებზე, რომლებთანაც დაკავშირებულია ან რომლებთან ერთადაც გამოქვეყნებულია ეს პირობები. 

კოკა-კოლაში დასაქმებულთათვის, სამუშაოს განმცხადებლებისათვის, ბიზნეს მომხმარებელთათვის და კოკა-კოლას კორპორატიული ვებგვერდების მომხმარებელთათვის ვრცელდება ონლაინ სერვისების განსხვავებული წესები და პირობები. ასევე, განსხვავებული პირობები მოქმედებს მესამე პირთათვის განკუთვნილ სერვისებზე (მაგ., Whats App). იხილეთ 12-ე ნაწილი ქვემოთ.

სერვისის სხვადასხვა ფუნქციებზე, როგორიცაა აპლიკაციები, აქციები, გაყიდვების პირობები ან ტექსტური შეტყობინებების სერვისები, შესაძლოა ვრცელდებოდეს დამატებითი პირობები („დამატებითი პირობები“) ნებისმიერი დამატებითი პირობა წარმოადგენს ამ პირობების ნაწილს (და მოცემულია მითითებულ ბმულზე). იმისათვის რომ გამოიყენოთ ეს ფუნქციები, თქვენ უნდა გაეცნოთ და დაეთანხმოთ მათთან ერთად წარმოდგენილ დამატებით პირობებს. ამას და დამატებითი პირობებს აქვს მოქმედების თანაბარი ძალა; იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირობის ნაწილი შეუქცევადად შეუსაბამოა ამ პირობებთან, მაშინ უპირატესი ძალა ექნება დამატებით პირობას.

ტექსტური შეტყობინებების სერვისები

ზოგიერთი სერვისი უზრუნველყოფს (სმს ან მმს) ტექსტური შეტყობინებების სერვისებს. მას შემდეგ რაც თანხმობას განაცხადებთ მიიღოთ ტექსტური შეტყობინებები ჩვენგან, ამ შეტყობინებების სიხშირე დამოკიდებული იქნება თქვენ მიერ ჩვენთან განხორციელებულ ტრანზაქციებზე. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ ტექსტური შეტყობინებების მიღება სიტყვა STOP-ის შესაბამის სატელეფონო კოდზე გაგზავნით. შესაძლოა ვრცელდებოდეს შეტყობინებებისა და მონაცემების ტარიფები. ყველა შესაბამისი გადასახადი დაირიცხება თქვენი უკაბელო სერვისის პროვაიდერის მიერ და გადაიხდება მასთან. ტარიფების გეგმებსა და დამატებით დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს უკაბელო სერვისის პროვაიდერს. ტექსტური შეტყობინებების სერვისები წარმოდგენილია „როგორც არის“ პრინციპით და შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ლოკაციაზე ყოველთვის. 

ტექსტური შეტყობინებების სერვისების მიღებაზე თანხმობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით რომ კოკა-კოლა იყენებს ავტომატური აკრეფის სისტემას ტექსტური შეტყობინების გამოსაგზავნად და რომ თქვენი ნებართვა ტექსტური შეტყობინების მიღების თაობაზე არ არის სავალდებულო ისე როგორც საქონლის ან სერვისების შეძენის პირობა.

4. შეცვლის თუ არა კოკა-კოლა ამ სერვისებს?

კოკა-კოლა აგრძელებს მუშაობას სერვისების გაუმჯობესების კუთხით. შესაძლოა, კოკა-კოლამ წარმოადგინოს ახალი ფუნქციები და ფუნქციონალი, რომლებიც აუმჯობესებს სერვისებს და არ წარმოადგენს წარსულში სერვისების ნაწილებს („ახალი ფუნქციები“). ასევე შესაძლოა, კოკა-კოლამ ეტაპობრივად წარმოადგინოს განახლებები, სისტემური შეცდომების გამოსწორების გზები და სერვისების სხვა ცვლილებები, რომლებიც აუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას („განახლებები“). კოკა-კოლა იტოვებს უფლებას დაამატოს ან არ დაამატოს ახალი ფუნქციები, ან განახორციელოს ან არ განახორციელოს განახლებები. თუ ახალი ფუნქციები იქნება ფასიანი, კოკა-კოლა გაძლევთ არჩევანის უფლებას გამოიყენოთ თუ არა ისინი. თუ კოკა-კოლა განახორციელებს განახლებებს, რომლებსაც თქვენ დაეთანხმეთ და მიანიჭეთ კოკა-კოლას მათი განხორციელების უფლება, ისინი განხორციელდება თქვენი შეტყობინების საფუძველზე ან მის გარეშე.

კოკა-კოლამ შესაძლოა ახალი ფუნქცია წარმოგიდგინოთ მხოლოდ საცდელად, სანამ იგი ხელმისაწვდომი გახდება საჯაროდ. როდესაც ახალი ფუნქციები ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის საცდელად იქამდე, სანამ იგი ხელმისაწვდომი იქნება საჯაროდ, მათ ერქმევა „საცდელი სერვისები“. საცდელი სერვისების წვდომაზე დათანხმებით თქვენ თანხმობას აცხადებთ წარუდგინოთ კოკა-კოლას შესაბამისი საცდელი სერვისების შეფასება მოთხოვნისამებრ. კოკა-კოლა იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები საცდელ სერვისებში შეტყობინების გარეშე მანამ, სანამ ეს საცდელი სერვისები არ წარმოადგენს სერვისების ნაწილებს და ასევე გადაწყვიტოს არ გახადოს საცდელი სერვისები სერვისების ნაწილად. 

ჩვენი პასუხისმგებლობების სხვა განყოფილებებისგან განსხვავებით, საცდელი სერვისები წარმოდგენილია „როგორც არის“ პრინციპით, ყოველგვარი გარანტიის გარეშე და კოკა-კოლას წარმომადგენლებს (როგორც ეს აღნიშნულია 13-ე ნაწილში) არ გაქვთ პასუხისმგებლობა თქვენს მიერ საცდელი სერვისების სურვილისამებრ გამოყენების შედეგების თაობაზე. თუ სერვისებთან დაკავშირებული რაიმე პასუხისმგებლობის გამორიცხვა წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან, კოკა-კოლას წარმომადგენელთა ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს აანაზღაუროს თქვენს მიერ საცდელი სერვისების გამოყენებისათვის გაწეული ხარჯები. 

4-ე განყოფილების თანახმად, კოკა-კოლას აქვს უფლება შეზღუდოს სერვისის გარკვეულ ნაწილებზე წვდომა, ან შეწყვიტოს სერვისის ან ამ სერვისის რომელიმე კონტენტის მიწოდება ნებისმიერ დროს, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ, რომ ჩვენი სერვისები სრულად ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერ დროს, მაგრამ კოკა-კოლა არ არის პასუხისმგებელი არანაირ მიზეზზე, რომლის გამოც სერვისი შესაძლოა იყოს მიუწვდომელი.

5. შეცვლის თუ არა კოკა-კოლა პირობებს?

ამ პირობების ძალაში შესვლის თარიღი დადგენილია ამ ვებგვერდის ზედა ნაწილში.  

შესაძლოა, კოკა-კოლას დასჭირდეს ამ წესების შეცვლა იმისათვის, რომ ახალი ფუნქციები და პირობები შეუსაბამოს მოქმედ კანონმდებლობას. თუ კოკა-კოლა ცვლის მიმდინარე ცვლილებებს , რომელიც ამცირებს სამართლებრივ უფლებებს, ჩვენ გამოვაქვეყნებთ შეტყობინებას სერვისებში და ვაცნობებთ მომხმარებლებს ელექტრონული შეტყობინების საშუალებით მათ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ მისამართებზე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე. თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ პირობების ცვლილებებს, მაშინ უნდა გააუქმოთ ანგარიში და შეწყვიტოთ სერვისების გამოყენება შეტყობინების პერიოდის ვადის ამოწურვამდე.  შეტყობინების პერიოდის ვადის ამოწურვის შემდეგ სერვისების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება შეცვლილ პირობებზე თანხმობის გამოცხადებად.

ჩვენ არ განვახორციელებთ ისეთ ცვლილებებს, რომლებიც არსებითად და რეტროაქტიულად ამცირებს თქვენს უფლებებს შეტყობინების გარეშე იქამდე, სანამ არ ვიქნებით ამისთვის სამართლებრივად ვალდებულები ან თუ ამის საჭიროება არ წარმოიქმნება სერვისის სხვა მომხმარებელთა უფლებების დასაცავად.   

შეცვლილ პირობები ანაცვლებს ხელშეკრულების ყველა წინარე ვერსიას, შეტყობინებას და განცხადებას ამ პირობების შესახებ.

6. ანგარიში სავალდებულოა?

თქვენ არ გჭირდებათ ანგარიშის შექმნა იმისათვის, რომ დაათვალიეროთ კოკა-კოლას საჯარო ვებსაიტები, მაგრამ თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ ანგარიში იმისათვის, რომ ისარგებლოთ სრულყოფილი სერვისებით, მაგალითად როგორიცაა მიიღოთ წვდომა შეთავაზებებსა და სხვა აქციებზე ან გამოიყენოთ სერვისის „მხოლოდ მომხმარებელთათვის“ არსებული ფუნქციები.  

​​​ანგარიშის შესაქმნელად თქვენ უნდა წარმოადგინოთ სულ მცირე თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი. კოკა-კოლამ შესაძლოა ასევე მოითხოვოს თქვენი დაბადების თარიღი და საცხოვრებელი მისამართი იმისათვის, რომ დაადგინოს რომ თქვენ ხართ უფლებამოსილი შეხვიდეთ კოკა-კოლასთან  სამართლებრივ ურთიერთობაში ან მოითხოვოს თქვენი მშობლის ან მეურვის თქვენი სახელით თანხმობა ამ პირობების მიღების თაობაზე. 

ანგარიშის შექმნის პროცესში კოკა-კოლამ ასევე შესაძლოა მოგთხოვოთ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, როგორიცაა თქვენი სახელი,  ტელეფონის ნომერი, უპირატესობები და მოსაზრებები ან სხვა თქვენი სურვილსამებრ წარმოდგენილი დამატებითი დეტალები თქვენ შესახებ. იმისათვის რომ შეიტყოთ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს მიერ ანგარიშის შექმნისას წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს, გთხოვთ, გახსნათ კოკა-კოლას მომხმარებელთა კონფიდენციალურობის პოლიტიკის (ან იხილოთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი კონფიდენციალურობის პოლიტიკა ან შეტყობინება), რომელსაც დაეთანხმეთ ანგარიშის შექმნისას. 

როგორც ეს ნახსენებია კოკა-კოლას პასუხისმგებლობით განპირობებული მარკეტინგის პოლიტიკაში, ჩვენ არ ვყიდით უშუალოდ 13 წლამდე ასაკის ბავშვებზე (ან იმ ასაკამდე, რომელიც დადგენილია თქვენი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობით). შესაბამისად, სერვისები არ არის განკუთვნილი 13 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის (ან იმ ასაკამდე, რომელიც დადგენილია თქვენი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობით). 

თქვენ ეთანხმებით, რომ არ შექმნით ანგარიშს სხვისთვის ან შექმნით მას სხვისი სახელით და არ გააყალბებთ რომელიმე ელემენტს კოკა-კოლას მიერ უფლებამოსილების გადამოწმების პროცესში.  კოკა-კოლა უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს უარყოს რეგისტრაცია, გააუქმოს ან საეჭვო ანგარიშად გამოაცხადოს იგი, თუ ჩვენ დავაფიქსირებთ ამ პირობების რაიმე სახით დარღვევას.  თქვენ შესაძლოა ვეღარ შექმნათ ანგარიში, თუ წარსულში შეგიჩერეს ან შეგიწყვიტეს ამ სერვისების გამოყენების უფლება.

თქვენ ადასტურებთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც წარუდგინეთ კოკა-კოლას ან მომავალში წარუდგენთ შეესაბამება სიმართლეს და არის სრულყოფილი.

თუ ანგარიშის შექმნისას თქვენ მოგეთხოვებათ პაროლის შექმნა, იგი განკუთვნილი იქნება პირადად თქვენთვის. თქვენ თანხმდებით, რომ არ გადასცემთ თქვენს პაროლს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას ან სერვისებთან წვდომის უფლებას სხვა ადამიანს. გთხოვთ, გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე თქვენს ანგარიშზე წვდომისას საჯარო ან საზიარო კომპიუტერიდან ან თქვენი მოწყობილობის გაზიარებისას, რათა სხვებმა ვერ შეძლონ თქვენი პაროლის ან სხვა პერსონალური ინფორმაციის ნახვა ან ჩაწერა. თქვენ პასუხისმგებელი ხართ ნებისმიერ აქტივობაზე, რომელიც ხორციელდება თქვენი პაროლის გამოყენებით. 

თქვენ თანხმდებით, რომ შემდეგი ბმულის https://www.coca-colacompany.com/contact-us საშუალებით დაუყოვნებლივ შეგვატყობინებთ, თუ აღმოაჩენთ ან ეჭვი გაგიჩნდებათ, რომ თქვენს პაროლს ან ანგარიშს იყენებს სხვა პირი, ან შეამჩნევთ უსაფრთხოების რაიმე სხვა სახის დარღვევას. 

7. არის თუ არა კოკა-კოლას სერვისები ფასიანი?

უმეტესად, სერვისები უფასოა. თუ სერვისების რომელიმე ფუნქციები მოითხოვს საფასურის გადახდას, კოკა-კოლა მოგცემთ არჩევანის უფლებას გამოიყენოთ თუ არა ეს ფასიანი ფუნქციები. 

გარკვეული სერვისები შესაძლებლობას გაძლევთ შეიძინოთ კოკა-კოლას პროდუქცია. შესყიდვები რეგულირდება განსხვავებული პირობებით, რომლებიც წარმოდგენილი იქნება შესყიდვის განხორციელებისას. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მათ. 

თქვენ ხართ ერთპიროვნულად პასუხისმგებელი ყველა იმ ხარჯებისა თუ გადასახადების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულია ამ სერვისების გამოყენებასთან, მათ შორის მოწყობილობის, ინტერნეტ კავშირის ან მობილური ტელეფონის სერვისების მიმართ რომლებიც საჭიროა ამ სერვისების გამოყენებისათვის. თუ თქვენ შედიხართ და იყენებთ სერვისებს მობილური ტელეფონით, თქვენ თანხმდებით, რომ ხართ ერთპიროვნულად პასუხისმგებელი ყველა იმ ხარჯების მიმართ, რომლებიც წარმოიქმნება თქვენი მობილური სერვისების მომწოდებლისაგან.

8. ვის საკუთრებაშია სერვისები?

თქვენსა და კოკა-კოლას შორის კოკა-კოლა და მისი ლიცენზირებული მესამე პირები არიან სერვისებთან დაკავშირებული ყველა უფლების, დასახელებისა და სარგებლის ერთპიროვნული და ექსკლუზიური მესაკუთრეები, მათ შორის სერვისის ფარგლებში ხელმისაწვდომი მთელი კონტენტის, მისი დიზაინის, შერჩევის და მოწყობის და ყველა ინტელექტუალური საკუთრების უფლების („სერვისის კონტენტი“). შესაბამისად, კოკა-კოლა ფლობს სერვისებს და ამ სერვისებისა თუ მისი კონტენტის ლიცენზიას და თქვენ ფლობთ მომხმარებლის ყველა კონტენტს, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ. 

სერვისების კონტენტი მოიცავს კოკა-კოლას დასახელებას და მასთან დაკავშირებულ ყველა სახელს, ლოგოს, პროდუქციას და სერვისის სახელწოდებას, დიზაინსა და სლოგანს (კოკა-კოლას ნიშნები). თქვენ არ უნდა გამოიყენოთ კოკა-კოლას ნიშნები, კოკა-კოლას წერილობითი ნებართვის წინასწარ მოპოვების გარეშე. კოკა-კოლას ან მისი მესამე პირის ყველა სხვა სახელი, ლოგო, პროდუქტი თუ სერვისის სახელწოდებები, დიზაინი, სლოგანები, სათაურები ან წარწერები, რომლებიც ჩნდებიან სერვისებში ან დაკავშირებულები არიან სერვისებთან წარმოადგენენ შესაბამისი მფლობელების სავაჭრო ნიშნებს. 

თქვენ არ გაქვთ უფლება, ლიცენზია ან ავტორიზაცია სერვისების კონტენტთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც პირდაპირ არის მითითებული ამ პირობებში. სერვისები დაცულია საერთაშორისო საავტორო უფლებების, სავაჭრო ნიშნის, პატენტის, სავაჭრო საიდუმლოების და სხვა მოქმედი ინტელექტუალური საკუთრების ან საკუთრების უფლებების კანონებით. სიცხადისთვის, თქვენ თანხმდებით, რომ არ გააკეთებთ (და არ მისცემთ უფლებას რომელიმე მესამე პირს გააკეთოს) შემდეგს:

  • წაშლით საავტორო უფლებების, სავაჭრო ნიშნის ან სხვა საკუთრების უფლებების შესახებ შეტყობინებას, რომელიც დაკავშირებული ამ სერვისებთან.

  • შექმნით და/ან გამოაქვეყნებთ თქვენს საკუთარ მონაცემთა ბაზას, რომელიც შეიცავს სერვისების ნაწილებს Coca‑Cola-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

  • თავიდან შექმნით, გაავრცელებთ, შეცვლით, შექმნით წარმოებულ სამუშაოს, საჯაროდ გამოაქვეყნებთ, თავიდან გამოაქვეყნებთ, ჩამოტვირთავთ, შეინახავთ ან გადასცემთ სერვისის რომელიმე კონტენტს გარდა იმისა, რომელიც პირდაპირ ნებადართულია მოცემული პირობების თანახმად. 

  • გამოიყენებთ, რობოტს, ობობას, საძიებო/აღდგენის აპლიკაციას ან სხვა ავტომატიზირებულ ხელსაწყოს, პროცესს ან საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს სერვისის რომელიმე ნაწილის წვდომას, მის მოძიებას, გასუფთავებას ან მონიშვნას.

  • როდესმე სხვამხრივ დააზიანებთ ან დაარღვევთ კოკა-კოლას ან მისი რომელიმე მესამე ლიცენზირებული პირის საკუთრების უფლებას ან სერვისის კონტენტს. 

თქვენ ფლობთ თქვენი ანგარიშის კონტენტს, მაგრამ უფლებას აძლევთ კოკა-კოლას გამოიყენოს იგი. 

სერვისები შესაძლოა მოიცავდეს ფორუმებსა და სხვა ინტერაქტიულ ფუნქციებს, რომლებიც თქვენ და სხვა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოაქვეყნოს, გააზიაროს, აჩვენოს ან გადაგზავნოს კონტენტი ან მასალა (ერთობლივად, „მოხმარებლის კონტენტი“). თქვენ ფლობთ მომხმარებლის კონტენტს, რომელსაც ქმნით, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი იმ წესებითა და პირობებით, რომლებიც წარმოდგენილია თქვენთვის. 

თქვენ გესმით და აცნობიერებთ, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი მომხმარებლის კონტენტზე, მათ შორის მისი სამართლებრივობის, სანდოობის, სისწორისა და შესაბამისობაზე.

როდესაც თქვენ წარმოადგენთ მომხმარებლის კონტენტს სერვისის ფარგლებში ან კოკა-კოლას სოციალური მედიის გვერდებზე, თქვენ კოკა-კოლას (და მათ შორის ჩვენს მომწოდებლებს, რომლებიც გვეხმარებიან სერვისის მიწოდებაში, ასევე შესაბამის უფლებამოსილ პირებს) აძლევთ შეუზღუდავ, მუდმივ, არაექსკლუზიურ, უფასო, სრულად ანაზღაურებულ უფლებასა და ლიცენზიას (და ქველიცენზირების უფლებას მრავალი დონის მეშვეობით) რამდენადაც ეს ნებადართულია კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი მიზნით და ნებისმიერ არსებულ ან შემდგომში განვითარებული მედიის საშუალებით სრულად ან ნაწილობრივ გამოიყენოს, განათავსოს, თავიდან შექმნას, შეცვალოს, საჯაროდ გამოაქვეყნოს, თარგმნოს, გაავრცელოს და სხვაგვარად გაამჟღავნოს თქვენი მომხმარებლის კონტენტი. არავითარი მორალური უფლებები არ გადაეცემა მომხმარებლის კონტენტის ლიცენზიით, რომელსაც თქვენ აძლევთ კოკა-კოლას ამ პირობების თანახმად. თუ თქვენ არ გაქვთ სურვილი გადასცეთ კოკა-კოლას მომხმარებლის კონტენტის ლიცენზია, გთხოვთ ნუ წარმოადგენთ მომხმარებლის კონტენტს.

როდესაც თქვენ წარმოადგენთ მომხმარებლის კონტენტს, თქვენ კოკა-კოლას უცხადებთ და გარანტიას აძლევთ კოკა-კოლას შემდეგზე:

  • თქვენ ფლობთ და აკონტროლებთ მომხმარებლის კონტენტის ყველა უფლებას და გაქვთ უფლება გადასცეთ მომხმარებლის კონტენტის ლიცენზია და უფლებები კოკა-კოლას ამ პირობების თანახმად. 

  • თქვენი მომხმარებლის კონტენტი არ არღვევს სხვა პირისა თუ დაწესებულების უფლებებს, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების კონფიდენციალურობისა და საჯაროობის უფლებები.

  • თქვენი მომხმარებლის კონტენტი შეესაბამება სიმართლეს და არის ზუსტი. 

  • თქვენი მომხმარებლის ყველა კონტენტის შესაბამისობაშია ამ პირობებთან, მოქმედ კანონებთან, წესებთან და რეგულაციებთან.

თქვენი მომხმარებლის კონტენტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ წესს:

  • თქვენი მომხმარებლის კონტენტი არ უნდა შეიცავდეს ცილისმწამებლურ, უხამს, უხეშ, შეურაცხმყოფელ, ძალადობრივ, სიძულვილის შემცველ, ან სხვაგვარად საზიანო მასალას.

  • მომხმარებლის კონტენტი არ უნდა ახდენდეს სექსუალურად გამოხატულ, პორნოგრაფიული, ძალადობრივი მასალის წახალისებას ან ახდენდეს რაიმე სახის დისკრიმინაციას რასის, რელიგიის, ეროვნების, შეზღუდული შესაძლებლობების, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, სქესობრივი იდენტიფიცირების ან ასაკის საფუძველზე.

  • მომხმარებლის კონტენტი არ უნდა ატყუებდეს ვინმეს და არ უნდა იძრახავდეს ვინმეს მოტყუებას. 

  • მომხმარებლის კონტენტი არ უნდა ახალისებდეს, ხელს უწყობდეს ან მხარს უჭერდეს რაიმე უკანონო ქმედებას. 

  • მომხმარებლის კონტენტი არ უნდა ასახავდეს თქვენს ვინაობას ან რომელიმე პირთან ან ორგანიზაციასთან კუთვნილებას მცდარად, იგი არ უნდა ქმნიდეს წარმოდგენას რომ თქვენი მომხმარებლის კონტენტი მოწონებულია კოკა-კოლას ან მასთან დაკავშირებული რომელიმე პირის ან დაწესებულების მიერ, თუ ეს ასე არ არის. 

თუ ფიქრობთ, რომ მომხმარებლის კონტენტი არღვევს ამ პირობებს, გთხოვთ შეგვატყობინეთ შემდეგი ბმულის მეშვეობით https://www.coca-colacompany.com/contact-us და თან დაურთეთ სპეციფიური მომხმარებლის კონტენტის აღწერა და მისი ლოკაცია კოკა-კოლას სერვისებში ან სოციალურ მედიაში. კანონით ნებადართულ ფარგლებში თქვენ ადასტურებთ, რომ ათავისუფლებთ კოკა-კოლას ყველა იმ დავების პასუხისმგებლობისაგან, რომლებიც ინიცირებულია მესამე პირის მიერ კოკა-კოლას წინააღმდეგ და წარმოქმნილია თქვენი მომხმარებლის კონტენტის გამო ან კავშირშია მასთან.

მომხმარებლის კონტენტის გარდა, თქვენ სურვილისამებრ  შეგიძლიათ პერიოდულად მიაწოდოთ კოკა-კოლას იდეები, რჩევები ან სხვა შეფასებები სერვისებთან დაკავშირებით. იდეის მისაწოდებლად გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს შემდეგ ბმულზე https://www.coca-colacompany.com/contact-us და გადახედეთ ინფორმაციას იქ. თქვენი შეფასების წარდგენით თქვენ კოკა-კოლას აძლევთ უფასო, ჰონორარის გარეშე, მუდმივ, შეუქცევად, მსოფლიო მასშტაბით, არაექსკლუზიურ და სრულად ქველიცენზირებულ უფლებას და ლიცენზიას გამოიყენოს, თავიდან შექმნას, შეასრულოს, გამოაქვეყნოს, გაავრცელოს, მიითვისოს, შეცვალოს, შეუცვალოს ფორმატი და სხვა გზებით და სახით მოახდინოს თქვენი შეფასების ექსპლუატაცია. თქვენ ასევე აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ კოკა-კოლამ შესაძლოა გამოიყენოს სერვისების თქვენი შეფასება მაშინაც კი, თუ თქვენ არ ხართ პირდაპირ იდენტიფიცირებული და არ არსებობს თქვენი წერილობითი თანხმობა. ყველა თქვენი შეფასება მიიჩნევა არაკონფიდენციალურად და არა საკუთრებად.

9. რა არის სერვისების ნებადართული გამოყენება?

ამ პირობების დაცვის შედეგად, კოკა-კოლა უფლებას განიჭებთ ერთპიროვნულად, არაკომერციული, პირადი გამოყენებისათვის, შეზღუდული, არაექსკლუზიური, არაგადაცემადი, გაუქმებადი და შეზღუდული შესაძლებლობებით წვდომა გქონდეთ და გამოიყენოთ სერვისები და ჩამოტვირთოთ თითო აპლიკაციის ერთი (1) ასლი. 

თქვენ უნდა გამოიყენოთ სერვისები მხოლოდ კანონიერი, პირადი და არაკომერციული მიზნებისათვის და არა რაიმე თაღლითური მიზნით ან უკანონო ქმედებით. ზემოაღნიშნულის შეზღუდვის გარეშე, თქვენ არ უნდა განახორციელოთ ან დაეთანხმოთ მესამე პირს განახორციელოს შემდეგი:  

  • მიიღოს (ან ეცადოს მიიღოს) არასანქცირებული წვდომა სერვისებთან ან კოკა-კოლას კომპიუტერულ სისტემებთან და ქსელებთან ჰაკერული გზით, პაროლის მითვისებით ან რაიმე სხვა გზით; ასევე, დაარღვიოს ნებისმიერი კომპიუტერის ან უსაფრთხოების ქსელის უსაფრთხოება.

  • გამოიყენოს სერვისები ისეთი გზით, რომელიც როგორც თქვენთვის ცნობილია ან უნდა იყოს ცნობილი შესაძლოა აზიანებდეს, თიშავდეს, გადატვირთავდეს ან აზიანებდეს კოკა-კოლას სერვისებს ან ქსელებს. 

  • მოახდინოს სხვების დისკრიმინაცია, შეურაცხყოფა, დამუქრება, მოტყუება, შერცხვენა, ზიანის მიყენება ან გაღიზიანება, რაიმე სახის დისკომფორტის მიყენება, ან სხვამხრივ ხელი შეუშალოს (ან შეეცადოს რომ შეუშალოს) სხვა ნებისმიერ მომხმარებელს გამოიყენოს სერვისები და ისიამოვნოს მათით. 

  • გამოიყენოს სერვისები სხვა პირის სახელით.

  • დააკოპიროს, შეცვალოს, მიითვისოს, გადათარგმნოს, სხვაგვარად დააპროექტოს, კოდი შეუცვალოს ან სხვა გზით შეეცადოს მოიპოვოს ან მოიპოვოს სერვისების რომელიმე ნაწილი.

  • წაშალოს საავტორო უფლებების, სავაჭრო ნიშნების ან სხვა საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული შეტყობინება, რომლებიც ახლავს სერვისებს, ან სხვამხრივ დაარღვიოს მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებები. 

  • გამოიყენოს, რობოტი, ობობა, საძიებო/აღდგენის აპლიკაცია ან სხვა ავტომატიზირებული ხელსაწყო, პროცესი ან საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს სერვისის რომელიმე ნაწილზე წვდომას, მის მოძიებას, გასუფთავებას ან მონიშვნას. 

  • რაიმე მიზეზით გააქირავოს, იჯარით გასცეს, გაყიდოს, ქველიცენზირება მოახდინოს, გადასცეს, გაავრცელოს ან რაიმე სხვა გზით ხელმისაწვდომი გახადოს სერვისები ან სერვისების რომელიმე ფუნქცია მესამე პირისათვის.

  • შეუცვალოს ფორმატი ან ვიზუალური მხარე სერვისებში შემავალი ვებ გვერდების რომელიმე ნაწილს, მათ შორის პროდუქციის გადაყიდვის ან გავრცელების მიზნით.  

  • გამოიყენოს სერვისები რაიმე სახის არავტორიზებული, არასასურველი კომერციული ან სარეკლამო კონტენტისათვის.  

კოკა-კოლა უფლებას იტოვებს მოახდინოს სერვისებთან დაკავშირებული აქტივობების მონიტორინგი და მათი ჩაწერა მოქმედი კანონმდებლობისა და კოკა-კოლას კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად <ბმული> ან ნებისმიერი სხვა წარმოდგენილი კონფიდენციალურობის პოლიტიკის ან შეტყობინების თანახმად).

კოკა-კოლას აქვს შეუზღუდავი უფლება შეგიწყვიტოთ წვდომა სერვისებთან (და ასევე სხვა ნებისმიერ ხელმისაწვდომ ფუნქციასთან) რაიმე შეტყობინების გარეშე, თუ არსებობს გონივრული მოსაზრება, რომ თქვენ იყენებთ სერვისებს ამ პირობების დარღვევით.

10. ვრცელდება თუ არა რაიმე სპეციფიური პირობები აპლიკაციების გამოყენებაზე?

გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც პირდაპირ აღნიშნულია 10-ე ნაწილში, ეს პირობები ვრცელდება ჩვენი აპლიკაციების თქვენს მიერ ჩამოტირთვასა და გამოყენებაზე.  

ვებსაიტისგან განსხვავებით, მობილური აპლიკაცია არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც იტვირთება და ინსტალირდება თქვენს მობილურ მოწყობილობაზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩამოტვირთულია თქვენს მობილურ მოწყობილობაში, აპლიკაციები არის ლიცენზირებული - ისინი არ იყიდება თქვენზე. ამ პირობების თანახმად, თქვენ არ იძენთ რაიმე საკუთრების ან სხვა უფლებას გარდა აპლიკაციის გამოყენების უფლებისა.   

თქვენ შეგიძლიათ არაკომერციული მიზნებისათვის ჩამოტვირთოთ აპლიკაციის მხოლოდ ერთი ასლი თქვენს მობილურ მოწყობილობაში, რომელიც არის თქვენს საკუთრებაში, კონტროლდება თქვენ მიერ და გამოიყენება ერთპიროვნულად მხოლოდ თქვენთვის. იმისათვის, რომ აპლიკაციის გარკვეული ფუნქციონალი გახდეს ხელმისაწვდომი თქვენთვის, გარკვეული აპლიკაციები იყენებენ თქვენი მობილური მოწყობილობის სხვადასხვა ფუნქციასა და მონაცემებს. დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ ამუშავებს აპლიკაციები პერსონალურ ინფორმაციას, გთხოვთ, გაეცნოთ კოკა-კოლის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას (ან სხვა ნებისმიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკას ან შეტყობინებას, რომელიც ხელმისაწვდომია თქვენთვის აპლიკაციის ჩამოტვირთვისას).

აპლიკაციებსა და სერვისების დანარჩენ ნაწილებს შესაძლოა არ ჰქონდეს ერთი და იგივე შემადგენლობა. 

ჩვენ შესაძლოა სხვადასხვა პერიოდულობით შევიმუშავოთ და გამოგიგზავნოთ აპლიკაციის განახლებები (როგორც ეს აღნიშნულია 4-ე ნაწილში). თქვენი მობილური მოწყობილობის პარამეტრებზე დაყრდნობით, როდესაც თქვენი მობილური მოწყობილობა დაკავშირებულია ინტერნეტთან, აპლიკაციამ შესაძლოა ავტომატურად ჩამოტვირთოს და მოახდინოს ხელმისაწვდომი განახლების ინსტალაცია ან შესაძლოა თქვენ მიიღოთ შეტყობინება ან თხოვნა განახლების ინსტალაციის ჩამოტვირთვის და ინსტალირების თაობაზე. თქვენ ეთანხმებით ჩამოტვირთოთ და ინსტალირება მოახდინოთ ყველა განახლების და აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ აპლიკაციამ შესაძლოა არ იმუშაოს გამართულად განახლებების გარეშე. აპლიკაციის ყველა განახლება ითვლება აპლიკაციისა და სერვისების ნაწილად და ექვემდებარება ამ პირობებს.

კოკა-კოლა ფლობს და იტოვებს საკუთრების სრულ უფლებას და ინტერესს აპლიკაციებთან დაკავშირებით, მათ შორის კოკა-კოლას ყველა ნიშანთან დაკავშირებით (რომლებიც განსაზღვრულია 8-ე ნაწილში), იგი არ განიჭებთ რომელიმე სხვა საავტორო უფლებას, სავაჭრო ნიშნების და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, გარდა იმ უფლებებისა რომელთა თქვენზე გადმოცემაც პირდაპირ არის აღწერილი ამ პირობებში.

როდესაც თქვენ ტვირთავთ რომელიმე აპლიკაციას Apple's App Store-დან ან Google Play-დან (ან ნებისმიერი აპლიკაციის პლატფორმიდან), თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ:

  • კოკა-კოლასა და აპლიკაციის პლატფორმას შორის, კოკა-კოლა არის ერთპიროვნულად პასუხისმგებელი აპლიკაციაზე.

  • აპლიკაციის პლატფორმას არ გააჩნია ვალდებულება უზრუნველყოს აპლიკაციის შეკეთება ან რაიმე სახის მხარდაჭერა. 

  • თუ თქვენი აპლიკაცია რაიმე სახით არ შეესაბამება მოქმედ გარანტიას: (i) თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ აპლიკაციის პლატფორმას და აპლიკაციის პლატფორმამ შესაძლოა აგინაზღაუროთ ის თანხა, რომელიც გადაიხადეთ აპლიკაციის შეძენისას (იმ შემთხვევაში თუ თანხა გადახდილია შეძენისას), (ii) მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ მაქსიმალურ ზღვრამდე, აპლიკაციის პლატფორმას არ გააჩნია სხვა რაიმე სახის გარანტია აპლიკაციასთან მიმართებაში, და (iii) სხვა დავები, დანაკარგები, ვალდებულებები, ზიანი, ხარჯები და გადასახადები წარმოქმნილი ნებისმიერი გარანტიის შეუსრულებლობიდან კოკა-კოლასა და აპლიკაციის პლატფორმას შორის წარმოადგენს კოკა-კოლას პასუხისმგებლობას.

  • აპლიკაციის პლატფორმა არ არის პასუხისმგებელი განიხილოს რაიმე სახის პრეტენზია, რომელიც გაქვთ აპლიკაციასთან, მის მფლობელობასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით. 

  • თუ მესამე პირი აცხადებს, რომ აპლიკაცია არღვევს რომელიმე პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, კოკა-კოლასა და აპლიკაციის პლატფორმას შორის კოკა-კოლა არის პასუხისმგებელი გამოიძიოს, დაარეგულიროს, გადაჭრას ან უგულებელყოს ნებისმიერი დავა ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესახებ.

  • აპლიკაციის პლატფორმა და მისი შვილობილი კომპანიები არიან ამ პირობების მესამე პირის ბენეფიციარები, რადგანაც ისინი ეხება თქვენს ლიცენზიას აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც დაეთანხმებით გამოყენების პირობებსა და წესებს, აპლიკაციის პლატფორმას, როგორც მესამე პირის ბენეფიციარს ენიჭება უფლება (და ჩაითვლება რომ მიიღო ეს უფლება) მოითხოვოს თქვენგან აპლიკაციის ლიცენზიასთან დაკავშირებული გამოყენების წესების დაცვა. 

  • აპლიკაციის გამოყენებისას თქვენ ასევე უნდა დაიცვათ მესამე პირის წესები, რომლებიც წარმოდგენილია აპლიკაციის პლატფორმაში. 

ნებისმიერი აპლიკაციის მიერ კონკრეტული მონაცემების შეგროვების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი მობილური მოწყობილობის პარამეტრები, ან გადახედოთ ინფორმაციის გამჟღავნებას იმ აპლიკაციის პლატფორმაზე, რომლიდანაც გადმოწერეთ აპლიკაცია. თუ თქვენ გსურთ აპლიკაციის მიერ მონაცემთა შეგროვების შეჩერება, გთხოვთ, გააუქმოთ მისი ინსტალაცია. 

ამ სახით თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ: (i) არ იმყოფებით ქვეყანაში, რომელშიც მოქმედებს აშშ-ს კანონმდებლობა სახელმწიფო ემბარგო ან ის რაც დადგენილია აშშ-ს მიერ როგორც „ტერორიზმის მხარდამჭერი“ სახელმწიფო; და (ii) თქვენ არ შედიხართ რომელიმე აშშ-ს  სახელმწიფო სიაში ან აკრძალული ან შეზღუდული პარტიების სიაში. 

11. როდის იწყება ამ წესების მოქმედების ძალა? როდის სრულდება მათი მოქმედების ვადა?

ეს წესები ძალაში შედის მას შემდეგ რაც თქვენ ეთანხმებით მათ ანგარიშის შექმნის პროცესში, ტვირთავთ აპლიკაციას ან იყენებთ რომელიმე სერვისს რომელსაც ბმულის სახით თან ახლავს ეს წესები (გამონაკლისები წარმოდგენილია 2-ე ნაწილში). ეს წესები ძალაშია იქამდე, სანამ ისინი არ შეწყდება თქვენს ან   

თქვენ უფლება გაქვთ შეწყვიტოთ აპლიკაციის გამოყენება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით. თუ თქვენ გსურთ თქვენი ანგარიშის წაშლა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კოკა-კოლას 15-ე ნაწილში წარმოდგენილი საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით, ან გააუქმოთ რომელიმე ან ყველა აპლიკაციის ინსტალაცია. 

თუ თქვენ გსურთ თქვენი ანგარიშიდან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაციის წაშლა ან შესწორება, გთხოვთ, იხილოთ კოკა-კოლას მომხმარებელთა კონფიდენციალურობის პოლიტიკის სექცია "თქვენი არჩევანი" (ან რომელიმე სხვა კონფიდენციალურობის პოლიტიკა ან შეტყობინება რომელიც ხელმისაწვდომია თქვენთვის). 

კოკა-კოლას უფლება აქვს გააუქმოს თქვენი ანგარიში ნებისმიერ დროს დაუყოვნებლივ და ავტომატურად რაიმე წინასწარი შეტყობინების გარეშე თუ თქვენ დაარღვევთ რომელიმე მოქმედ კანონს სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით. კოკა-კოლა უფლებას იტოვებს გაუქმოს ანგარიში და შეზღუდოს სერვისებთან წვდომა შეტყობინებით ან მის გარეშე თუ მას აქვს გონივრული საფუძველი იფიქროს, რომ მომხმარებელს აქვს არაკანონიერი წვდომა სერვისებთან ან იყენებს სერვისებს ამ წესების დარღვევით.

კოკა-კოლამ შესაძლოა შეზღუდოს თქვენი წვდომა სერვისებთან, გააუქმოს თქვენი ანგარიში ან შეწყვიტოს ამ წესების მოქმედება ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე თუ ჩვენ შევამჩნევთ რაიმე სახის უსაფრთხოების წესების დარღვევას ან თუ კოკა-კოლა აუქმებს რომელიმე სერვისის მხარდაჭერას საკუთარი ერთპიროვნული უფლების თანახმად.

ჩვენ შევეცდებით წინასწარ გაცნობოთ სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ, რომ მიიღოთ ნებისმიერი მნიშვნელოვანი სამომხმარებლო ინფორმაცია (ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის მაქსიმალურად დასაშვებ ფარგლებში), მაგრამ ჩვენ ასე არ მოვიქცევით, თუ ეს იქნება არაპრაქტიკული, არალეგალური და ვინმეს უსაფრთხოებისათვის ან კოკა-კოლას უფლებებისათვის საზიანო.

ამ პირობების შეწყვეტის შემდეგ, კოკა-კოლას მიერ მინიჭებული უფლებები წყდება და თქვენ უნდა შეწყვიტოთ სერვისების ყველანაირი გამოყენება და წაშალოთ ყველა აპლიკაციის ასლი თქვენი მობილური მოწყობილობიდან.

 ამ წესების ნებისმიერი პუნქტი, რომელიც თავისი ბუნებით უნდა დარჩეს მოქმედად ამ პირობების მოქმედების გაუქმების შემდეგ, რჩება მოქმედად. მაგალითად, ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პუნქტი რჩება მოქმედად: ჩვენი პასუხისმგებლობის ნებისმიერი შეზღუდვა, ინტელექტუალური საკუთრებისა და საკუთრების უფლებების პირობები, ნებისმიერი ვალდებულება გადაგვიხადოთ ჩვენ და პირობები ჩვენს შორის არსებულ დავებზე. შეწყვეტა არ ზღუდავს ან აუქმებს კოკა-კოლას ან თქვენს უფლებებს და სამართლებრივ დაცვის საშუალებებს კანონისა და სამართლიანობის უფლების თანახმად.

12. ვინ არის პასუხისმგებელი მიბმულ სერვისებზე?

ეს სერვისები მოიცავს სხვა ვებსაიტების ბმულებსა და რესურსებს, რომლებიც წარმოდგენილია მესამ პირის მიერ (მათ შორის ჩვენი მარკეტინგული სააგენტოს პირობები  და სოციალური მედიის პლატფორმები), მესამე პირის შეტყობინებებს (მაგ. Whats App) და რეკლამებს (ერთობლივად, „მიბმული სერვისები“). კოკა-კოლას არ შეუძლია აკონტროლოს და არც აკონტროლებს მიბმულ სერვისებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი აგროვებს თქვენს ისეთ პირად მონაცემებს, მაგალითად, როგორიცაა „მოწონების“ ან „გაზიარების“ ფუნქციები სოციალურ მედიაში. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ყველა მიბმული სერვისის კონფიდენციალურობის დებულებებსა და გამოყენების სხვა პირობებს. თუ გადაწყვეტთ ისარგებლოთ რომელიმე მიბმული სერვისით, ამას გააკეთებთ საკუთარი პასუხისმგებლობით და იმ პირობებისა და წესების დაცვით, რომლებიც მოქმედებს ამ მიბმულ სერვისებზე და არა ამ წესებითა და პირობებით.

სერვისები შესაძლოა მოიცავდნენ მესამე პირის პროგრამულ უზრუნველყოფას ან მსგავსს ლიცენზიებს, რომელიც უმეტესად არის უფასო და საჯაროდ ხელმისაწვდომი (მესამე პირის პროგრამული უზრუნველყოფა). მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებული სერვისები რეგულირდება ამ წესების თანახმად, მესამე პირის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შედის ამ სერვისებში შესაძლოა რეგულირდებოდეს სხვა ლიცენზიით ან გამოყენების წესებით, რომლებიც მოეწოდებათ საჭიროებისამებრ.

13. როგორ იზღუდება კოკა-კოლას პასუხისმგებლობა ამ წესების თანახმად?

კოკა-კოლას გარანტიების უარყოფა.

სადაც ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით, სერვისები წარმოდგენილია „როგორც არის“ პრინციპით და ყველა ხარვეზითა და დეფექტით, რაიმე სახის გარანტიის გარეშე. 

მოქმედი კანონმდებლობის მაქსიმალურად დასაშვებ ფარგლებში, კოკა-კოლა თავისი და მისი აფილიატების, ლიცენზიარების და მომწოდებლების სახელით (ერთობლივად, „კოკა-კოლას მხარეები“) ღიად აცხადებს უარს ყველა სახის გარანტიაზე, მათ შორის ღიად გაცხადებულზე, ნაგულისხმევზე, კანონით დადგენილზე ან სხვამხრივ რაიმე სახით სერვისებთან დაკავშირებულზე, მათ შორის ყველა ვაჭრობისუნარიანობის ნაგულისხმებ გარანტიებზე, გარკვეული მიზნით სარგებელზე, უფლების დაცვის და დარღვევის არარსებობის გარანტიებზე, ასევე გარანტიებზე, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას გარიგების, შესრულების, გამოყენების ან ვაჭრობის შედეგად. გარდა ზემოთაღნიშნულისა, კოკა-კოლას არცერთი მხარე არ იძლევა რაიმე გარანტიას, პასუხისმგებლობას და არ აკეთებს რაიმე სახის პრეზენტაციას, რომ სერვისები დააკმაყოფილებენ თქვენს მოთხოვნებს, მიგაღწევინებენ რაიმე სასურველ შედეგს, შეესაბამებიან ან იმუშავებენ რომელიმე სხვა პროგრამულ უზრუნველყოფასთან, სისტემებთან ან სერვისებთან, იმუშავებენ შეფერხების გარეშე, დააკმაყოფილებენ რომელიმე სანდოობისა თუ მუშაობის სტანდარტს ან იქნებიან შეცდომისგან თავისუფალი, ან რომელიმე დეფექტი ან შეცდომა იქნება გამოსწორებული.

ზოგიერთი იურისდიქცია არ რთავს ნებას შეიზღუდოს ან გამოირიცხოს ნაგულისხმევი გარანტიები თუ მომხმარებლის კანონიერი უფლებები, ამიტომ ზოგიერთ ან ყველა თქვენგანზე შესაძლოა არ ვრცელდებოდეს ზემოთაღნიშნული შეზღუდვები.

კოკა-კოლას პასუხისმგებლობის შეზღუდვები

კოკა-კოლა პასუხისმგებელია გონივრული პირდაპირი და განჭვრეტადი ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია კოკა-კოლას მიერ წინამდებარე პირობების მატერიალური დარღვევით, ამ პირობების დებულებების შესაბამისად.  

მოქმედი კანონმდებლობის მაქსიმალურად დასაშვებ ფარგლებში, კოკა-კოლა არ არის და არ იქნება პასუხისმგებელი შემდეგზე:

  • ზიანი, რომელიც არ არის განჭვრეტადი, მათ შორის შედეგობრივი ზიანი. 

  • სამაგალითო ან სადამსჯელო ზიანი.

  • რაიმე სახის მოგების, ბიზნესის, ხელშეკრულების დაკარგვის, ბიზნესის შეფერხების, მოსალოდნელი დანაზოგის, კეთილი ნების ან ბიზნეს შესაძლებლობის დაკარგვაზე, რომლებიც უკავშირდება თქვენ მიერ სერვისების გამოყენებას. 

  • სერვისების გამოყენების გამო მიღებულ ვირუსებზე ან სხვა მავნე პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სერვისების შეცდომებზე, ხარვეზებსა და დაგვიანებაზე.

  • მესამე პირის მიერ გამოწვეული ზიანზე, მათ შორის მიბმული სერვისების გამოყენებით ან არგამოყენებით გამოწვეულზე.

გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გაცხადებულად სავალდებულოა მოქმედი კანონმდებლობით, კოკა-კოლას მხარეების პასუხისმგებლობა თქვენს წინაშე დაკავშირებული დავებთან სერვისების გამოყენებასთან ან არგამოყენებასთან ან სხვა მხრივ დაკავშირებული ამ სერვისებთან, მიუხედავად იმისა ეფუძნება თუ არა ეს ხელშეკრულებას, დელიქტს ან სხვა გარემოებებს, იქნება არაუმეტეს ასი ამერიკული დოლარისა ($100.00).

ამ პირობების მიზანი არ არის რაიმე სახით უკანონოდ შეზღუდოს პასუხისმგებლობა, მათ შორის პასუხისმგებლობა სიკვდილისათვის ან პირადი ზიანისთვის, რომელიც გამოწვეული იქნა ჩვენი დაუდევრობით, არასწორი ინტერპრეტაციით ან სხვა განზრახი ქმედებით. თუ რომელიმე ზემოაღნიშნული შეზღუდვა მიიჩნევა არასწორად, კოკა-კოლას მხარეების სრული პასუხისმგებლობა ყველა ზიანის, დანაკარგის ან რაიმე სახის ქმედების მიმართ, რომელმაც გამოიწვია ზიანი, შეიზღუდება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში. 

როგორც მომხმარებელი, თქვენ სარგებლობთ ყველა იმ სავალდებულო რეგულაციით, რომელიც რეგულირდება თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. არცერთი პირობა არ ახდენს გავლენას თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებაზე ისარგებლოთ თქვენი ადგილობრივი კანონმდებლობის რეგულაციებით.

14. როგორ დაუკავშირდება კოკა-კოლა მომხმარებელს?

როდესაც თქვენ იყენებთ სერვისებს ან გვიგზავნით ელექტრონულ ფოსტას, თქვენ აწარმოებთ ჩვენთან ელექტრონულ კომუნიკაციას. თქვენი ანგარიშის პარამეტრებისა და თქვენი არჩევანის შესაბამისად, ჩვენ დაგიკავშირდებით ელექტრონულად სხვადასხვა გზებით, მაგალითად ფოსტით, ტექსტური შეტყობინებით ან აპლიკაციის push შეტყობინებით, ან  აპლიკაციაში შეტყობინების გამოქვეყნებით.  კომუნიკაციის ზოგიერთი საშუალება არის ავტომატური, ხოლო ზოგიერთი მათგანი იგზავნება ნაგულისხმევად, როგორც სერვისების ნაწილი. ჩვენ შესაძლოა დრო და დრო დავამატოთ ან გავაუქმოთ კომუნიკაციის რომელიმე საშუალება. თქვენ შეგიძლიათ ანგარიშის პარამეტრების მეშვეობით დაარეგულიროთ მიიღოთ თუ არა ელექტრონული შეტყობინებები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ გარკვეული შეტყობინებების გამოწერა, ჩვენ შეიძლება მაინც გამოგიგზავნოთ ის შეტყობინებები, რომლებიც საჭიროა სერვისების გარკვეული ფუნქციების მისაწოდებლად, მაგ., როგორიცაა შეტყობინება უსაფრთხოების ინციდენტის შესახებ

თქვენ ეთანხმებით, რომ ყველა ხელშეკრულება, შეტყობინება, ინფორმაცია და სხვა ჩვენ მიერ სამართლებრივ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით წარმოდგენილი კომუნიკაციის საშუალებები იქნება წერილობითი სახის მანამ, სანამ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნება დადგენილი. გარკვეული ელექტრონული შეტყობინებები შეიძლება იყოს ფასიანი და თანხა ჩამოიჭრას თქვენი ოპერატორის ან სერვისი მომწოდებლისგან.  

თუ თქვენი ფოსტის მისამართი ან სხვა საკონტაქტო ინფორმაცია შეიცვლება, თქვენ ხართ პასუხისმგებელი აცნობოთ კოკა-კოლას ამის შესახებ. თქვენი ელექტრონული ფოსტის ცვლილება აისახება ჩვენი მხრიდან თქვენთან კომუნიკაციის ყველა საშუალებაზე. 

ზოგიერთი შეტყობინება შესაძლოა მოიცავდეს ინფორმაციას თქვენი ანგარიშის შესახებ, როგორიცაა პაროლის შეცვლის მოთხოვნა. ყველას, ვისაც აქვს წვდომა თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურ მოწყობილობაზე, შეუძლია ნახოს ამ შეტყობინებების შინაარსი. 

როდესაც ჩვენ ვგზავნით მარკეტინგულ ან სარეკლამო შეტყობინებებს, ამას ვაკეთებთ საჭიროების შემთხვევაში, თქვენი თანხმობის შედეგად. თქვენ ასევე შეგიძლიათ აკონტროლოთ ჩვენი ელექტრონული ფოსტის მარკეტინგული შეტყობინებების მიღება გამოწერის გაუქმების ბმულზე დაჭერით, რომლიც მითითებულია შეტყობინების ზედა ნაწილში.

15. როგორ დავუკავშირდე კოკა-კოლას?

ამ პირობების და კოკა-კოლას მომხმარებელთა უსაფრთხოების წესებისა თუ პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კოკა-კოლას შემდეგ ბმულზე: https://www.coca-colacompany.com/contact-us/contact-us-form

თქვენ ასევე შეგიძლიათ წერილობით დაგვიკავშირდეთ, როგორც The Coca‑Cola Company, P.O.-ს Box 1734, Atlanta, GA 30301, ან დაგვირეკოთ შემდეგ ნომერზე 1.800.GET.COKE (1.800.438.2653)  ან გამოიყენოთ სხვა ნებისმიერი ინფორმაცია სპეციფიკური იურისდიქციის თაობაზე, რომელიც ხელმისაწვდომია სერვისების ფარგლებში.

იმისათვის რომ დაუკავშირდეთ კოკა-კოლას უსაფრთხოების პოლიტიკის და მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე, გთხოვთ, იხილოთ საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც მოცემულია კოკა-კოლას უსაფრთხოების პოლიტიკაში.

16. სხვადასხვა

ა. ეს პირობები (მათ შორის, კოკა-კოლას მომხმარებელთა კონფიდენციალურობის პოლიტიკა ან სხვა ნებისმიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკა ან დებულება, რომელიც მოწოდებულია თქვენთვის) ეფუძნება კოკა-კოლასა და თქვენ მიერ მათ ერთპიროვნულ და სრულ გაცნობიერებას და ამ დოკუმენტში მოცემული პირობებს აქვს უპირატესი ძალა სერვისთან დაკავშირებულ ყველა წინარე და მიმდინარე ზეპირ თუ წერილობით მოსაზრებებთან თუ ხელშეკრულებებთან მიმართებაში.

ბ. თქვენ ადასტურებთ, რომე თქვენ მიერ კლავიატურის, მაუსის ან სხვა მოწყობილობის გამოყენება იმისათვის, რომ დააჭიროთ ღილაკს ან ხატულას, ან შეასრულოთ მსგავსი მოქმედება, რათა კოკა-კოლას შეატყობინოთ თქვენი თანხმობა ან სხვაგვარად დაეთანხმოთ, არის თქვენი ელექტრონული ხელმოწერის ტოლფასი და ატარებს წერილობითი ხელმოწერის ძალას.   თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ თქვენი ელექტრონული ხელმოწერის დასადასტურებლად არ არის საჭირო მესამე პირის დასტური. თქვენ ასევე ადასტურებთ, რომ სერვისებთან დაკავშირებული თქვენი ყოველი ელექტრონული ხელმოწერა წარმოადგენს სერვისებთან დაკავშირებული ხელშეკრულების იმ პირობებზე თანხმობასა და ხელმოწერას, რომლებიც წარმოდგენილია თქვენი ელექტრონული ხელმოწერის დღეს.

გ. ეს პირობები ვრცელდება თქვენზე, კოკა-კოლაზე და თქვენი და კოკა-კოლას უფლებამოსილ პირებზე.

დ. კოკა-კოლამ შესაძლოა გადასცეს უფლებამოსილება ამ პირობებთან დაკავშირებით მის უფლებამოსილ პირებს (ნაწილობრივ ან მთლიანად) საჭიროებისამებრ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ უფლებამოსილების გადაცემა წინასწარი წერილობითი შეტყობინებისა და კოკა-კოლას თანხმობის გარეშე.

ე. თუ რომელიმე პირობა მიჩნეული იქნება არაკანონიერად, შეუსრულებლად ან არაგონივრულად სასამართლოს, სხვა ტრიბუნალის ან შესაბამისი იურისდიქციის მიერ, ეს პირობა უნდა იქნას ამოღებული ან დაყვანილი მინიმალურ დასაშვებ ზღვრამდე ისე, რომ სხვა პირობები შესრულდეს შეუფერხებლად და არ მოხდეს არაკანონიერი წესის შესრულება.

ვ. კოკა-კოლას ნებისმიერი პირობის გაუქმება არ უნდა ჩაითვალოს მის მიერ სხვა მსგავსი ან იგივე პირობის გაუქმებად ან გაუქმების გაგრძელებად. ამ პირობების ფარგლებში კოკა-კოლას ნებისმიერი დებულების ან უფლების დაცვის წარუმატებლობა არ უნდა იქნას მიჩნეული ამ რეგულაციაზე ან უფლებაზე უარის გაცხადებად.

ზ. ამ პირობების არცერთი ნაწილი ნიშნავს თქვენსა და კოკა-კოლას შორის რაიმე სახის თანამშრომლობის, სააგენტოს ან ერთობილი საწარმოს წამოწყებას.

ი. თუ კოკა-კოლას ან თქვენ არ შეგიძლიათ ამ პირობების ფარგლებში წარმოქმნილი ვალდებულებების შესრულება მიზეზით, რომელიც ცდება გონივრული კონტროლის შესაძლებლობას, ამ მხარის მიერ ვალდებულების შესრულების პერიოდი იქნება გახანგრძლივებული იმდენად, რამდენადაც ეს საჭირო იქნება მის შესასრულებლად.

თ. სათაურები და წარწერები არის მხოლოდ დამატებითი სიცხადისთვის. თუ წარმოდგენილი კონტექსტით სხვა რამ არ არის დაფიქსირებული ან დამატებით განმარტებული, ნებისმიერი სიტყვის ან ფრაზის გამოყენება, მაგალითად როგორიცაა - მაგალითად, როგორიცაა, კერძოდ, ან მსგავსი ფრაზები ატარებენ განმარტებით ხასიათს და არ უნდა შეზღუდოს ამ სიტყვის თუ ფრაზის აღწერილობა თუ მნიშვნელობა.

17. დავების გადაწყვეტა 

კოკა-კოლა მოხარულია ჰქონდეს შესაძლებლობა გადაწყვიტოს სერვისებთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა პირადად თქვენთან. თუ თქვენ გსურთ ჩვენი ყურადღების მიქცევა რაიმე საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგი ბმულის მეშვეობით https://www.coca-colacompany.com/contact-us/contact-us-form

თქვენ თანხმდებით, რომ სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა დავის, საჩივრის თუ სარჩლის (ცალკეულად დავის) გადაწყვეტა მოხდება ისე, როგორც ეს აღწერილია 17-ე თავში.  იურისდიქციის კონკრეტული დებულებების გათვალისწინებით, სერვისების პირობები და თქვენს მიერ მათი გამოყენება რეგულირდება აშშ-ს შტატ ჯორჯიის კანონმდებლობით სამართლებრივი რეგულაციების არჩევის შესაძლებლობის გარეშე.

საქონლის საერთაშორისო გაყიდვების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის ხელშეკრულებების გამოყენება  პირდაპირ უარყოფილია. 

მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ მაქსიმალურ ზღვრამდე. თქვენ თანხმდებით, რომ სერვისებიდან გამომდინარე ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი სარჩლის საფუძვლის წარმოდგენა უნდა მოხდეს ამ საფუძვლის წარმოქმნიდან არაუგვიანეს ერთ (1) წელიწადში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩლის საფუძვლის განხილვა შეწყდება სამუდამოდ. 

კანადელი მომხმარებელთათვის: თქვენ და კოკა-კოლა თანხმდებით, რომ ეს პირობები რეგულირდება ონტარიოს პროვინციისა და კანადის კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენ თანხმდებით, რომ ამ პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედების გასაჩივრება კანონთან თუ სამართლიანობის უფლებასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს იმ პროვინციულ ფედერალურ სასამართლოებში, რომლებიც მდებარეობენ ტორონტოში, ონტარიოში და თქვენ ამ სახით ადასტურებთ, რომ ექვემდებარებით ამ სასამართლოების მიერ დავების გადაწყვეტას.

ევროკავშირის მომხმარებელთათვის: თუ თქვენ ხართ ევროკავშირის მოქალაქე, ამ პირობებთან დაკავშირებით თქვენი როგორც მომხმარებლის უფლებების დარღვევა შეგიძლიათ გაასაჩივროთ ევროპის წევრ იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობთ. ასევე, ევროკომისია უზრუნველყოფს დავების გადაწყვეტის ონლაინ პლატფორმას, რომელზე წვდომაც შეგიძლიათ აქ: https://ec.europa.eu/consumers/odr. თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ

იტალიელი მომხმარებელთათვის: ამ პირობებთან დაკავშირებული თქვენსა და ჩვენს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა განიხილება მხოლოდ იმ სასამართლოების მიერ, რომლებიც მდებარეობენ თქვენს მუდმივ ან დროებით საცხოვრებელ ადგილას. თქვენ ასევე შეგიძლიათ ამ დავებთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავების გადაწყვეტის თაობაზე გამოიყენოთ სასამართლოს გარეშე მექანიზმი (2005 წლის 6 სექტემბრის # 206 იტალიის მომხმარებელთა კოდექსის 141-141 პუნქტის შესაბამისად). მაგალითად, თქვენ შესაძლოა გამოიყენოთ ან კონსულტაციისათვის მიმართოთ ზემოაღნიშნულის დავების გადაწყვეტის ევროპულ ონლაინ პლატფორმას.

ბანგლადეშის, ბუტანის, ინდოეთის, მალდივების, ნეპალისა და შრი-ლანკის მომხმარებელთათვის: თქვენ მიერ ამ სერვისების გამოყენება და ეს პირობები რეგულირდება თქვენს საცხოვრებელ. ადგილას მოქმედი კანონმდებლობით რეგულაციების არჩევის შესაძლებლობის გარეშე. ამ პირობებთან დაკავშირებული ყველა დავის გადაწყვეტის ექსკლუზიური იურისდიქცია ეკუთვნის საცხოვრებელ ადგილას არსებული შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოებს.

ბრიტანეთის მომხმარებელთათვის. ეს პირობები და მათთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ინგლისისა და უელსის კანონმდებლობით. თქვენ და ჩვენ ორივე ვთანხმდებით, რომ ინგლისსა და უელსს აქვთ ექსკლუზიური იურისდიქცია (თუ თქვენ ხართ ჩრდილოეთ ირლანდიის მაცხოვრებელი, შეგიძლიათ მიმართოთ ჩრდილოეთ ირლანდიას, ხოლო თუ ხართ შოტლანდიის მაცხოვრებელი, შეგიძლიათ მიმართოთ შოტლანდიას).

აშშ-ს მომხმარებელთათვის. მომხმარებლები:

არბიტრის არჩევანი და წესები.  დავის გადაწყვეტის მიზნით თქვენ შეგიძლიათ ექსკლუზიურად მიმართოთ ამერიკის საარბიტრაჟო ასოციაციას (AAA) და გამოიყენოთ მომხმარებლის საარბიტრაჟო უფლებები. თუ რაიმე მიზეზით AAA -ს არ შეუძლია ან არ აქვს სურვილი გაგიწიოთ ამ პირობებთან დაკავშირებით საარბიტრაჟო მომსახურება, თქვენ და ჩვენ მივმართავთ სხვა საარბიტრაჟო დაწესებულებას, რათა გამოვიყენოთ 9 აშშ-ს კოდექსი 5.

სავალდებულო (ინდივიდუალური) არბიტრაჟი. თქვენ თანხმდებით, რომ ჩვენს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს ექსკლუზიურად ინდივიდუალურ (არაკლასობრივ) არბიტრაჟში. მხარეები თანხმდებიან, რომ დაიცავენ ფედერალურ საარბიტრაჟო აქტს , 9 აშშ-ს კოდექსი § 1 და შემდგომი არბიტრაჟი ნიშნავს, რომ არ იქნებიან ნაფიცი მსაჯულები და არც მოსამართლე. 

არბიტრაჟის ფარგლები. არბიტრი ექსკლუზიურად გადაწყვეტს ამ პირობებთან დაკავშირებით წარმოქმნილ ყველა დავას.არბიტრი ასევე გადაწყვეტს ექვემდებარება თუ არა ნებისმიერი საკითხი ან დავა საარბიტრაჟო განხილვას. არბიტრს არ აქვს უფლება განიხილოს რომელიმე დავა, როგორც ჯგუფური, კოლექტიური ან წარმომადგენლობითი დავა. არბიტრს არ აქვს უფლება დაეხმაროს სხვას ჩვენ და თქვენს გარდა.

არბიტრაჟის გამონაკლისები (მცირე დავების სასამართლო). არბიტრაჟს არ შეიძლება წარედგინოს ის დავები, რომლებიც შესაძლოა გადაწყდეს მცირე დავების სასამართლოში.

ადგილის არჩევანი (ფულტონის ოლქი, ჯორჯია). თქვენ თანხმდებით, რომ ნებისმიერი დავის განხილვა შესაძლოა წარიმართოს ექსკლუზიურად შტატ ჯორჯიის ფულტონის ოლქში მანამ, სანამ მხარეები არ შეთანხმდებიან სხვა რამეზე ან სხვა რამე არ იქნება დადგენილი არბიტრის მიერ. თქვენ თანხმდებით, რომ ყველა სამართლებრივი მიზნისთვის ექვემდებარებით შტატ ჯორჯიის იურისდიქციას. 

კანონის არჩევა (ჯორჯია). ეს პირობები და თქვენ მიერ სერვისები გამოყენება რეგულირდება აშშ-ს შტატ ჯორჯიის კანონმდებლობით კანონის დებულებების არჩევანის შესაძლებლობის გარეშე.  თუმცა, იმის დადგენა, ეკუთვნის თუ არა დავა საარბიტრაჟო სასამართლოს ან არბიტრაჟულ განხილვას, ექსკლუზიურად გადაწყდება ფედერალური საარბიტრაჟო აქტით 9 U.S.C. § 1 და შემდეგი.

არბიტრაჟისათვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალებები. არბიტრს შეუძლია უზრუნველყოს ნებისმიერი სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც მხარეებს შეეძლოთ მიეღოთ სასამართლოში, მათ შორის ადვოკატის მომსახურების საფასურის ან ჰონორარის დაფარვის დაკისრება კანონმდებლობის თანახმად. გამონაკლისს წარმოადგენს სასამართლო აკრძალვა.

სასამართლო აკრძალვა. არბიტრს არ შეუძლია აკრძალვის გამოცემა. თუ დავის რომელიმე მხარეს სურს სასამართლო აკრძალვის დაწესება, არბიტრი დაასრულებს დავის საარბიტრაჟო განხილვას, გამოსცემს ჯილდოს ან მონეტარულ კომპენსაციას (არსებობის შემთხვევაში) და შემდეგ სასამართლო აკრძალვის მომთხოვნ მხარეს შეუძლია აღძრას საქმე მხოლოდ სასამართლო აკრძალვის მუხლით შტატ ჯორჯიის ფულტონის ოქმის ფედერალურ სასამართლოში. არბიტრის სამართლებრივი და ფაქტებიდან გამომდინარე დასკვნები არ უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც მტკიცებულება ან პრეცედენტი შემდგომი სასამართლო განხილვისთვის.

ჯგუფურ სარჩელზე უარის თქმა

სადაც ეს ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით, თქვენ და კოკა-კოლა თანხმდებით, რომ დავების გადაწყვეტა წარიმართება მხოლოდ ინდივიდუალურად და არა ჯგუფურ, კონსოლიდირებულ ან წარმომადგენლობითი გზით თითოეული ჩვენგანი უარს აცხადებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უფლებაზე.

18. სპეციფიკური იურიდიული ტერმინები 

ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებებსა და კონკრეტული იურისდიქციის არჩევის შესაძლებლობებზე.  გირჩევთ გაეცნოთ შესაბამის განყოფილებებს.  

კალიფორნიის მომხმარებელთათვის: თუ თქვენ ხართ 18 წელზე ნაკლები ასაკის და კალიფორნიის მოქალაქე, შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი, როგორც მომხმარებლის, იმ კონტენტის სერვისებიდან წაშლა, რომლებიც გახადეთ საჯაროდ ხელმისაწვდომი. იმისათვის რომ  მოითხოვოთ თქვენი, როგორც მომხმარებლის კონტენის წაშლა, გთხოვთ, მიმართოთ კოკა-კოლას შემდეგი ელექტრონული ფოსტის <ფოსტის მისამართი> საშუალებით და სათაურში მიუთითოთ "შტატ კალიფორნიის არასრულწლოვანი მომხმარებლის მონაცემთა წაშლა". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა წაშლის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება - იგი ეხება თქვენი, როგორც მომხმარებლის, მიერ უშუალოდ გამოქვეყნებულ კონტენტს და არა გაზიარებულ ან სხვის გამოქვეყნებულ მონაცემებს ან თქვენ შესახებ სხვა ადამიანების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ წაშლის უფლება არ ვრცელდება, თუ თქვენ მიიღეთ კომპენსაცია ან სხვა სარგებელი კონტენტის გამოქვეყნებისთვის. კოკა-კოლას არ შეუძლია გარანტია მოგცეთ ინტერნეტიდან თქვენი მონაცემის სრულად წაშლის თაობაზე.

თუ თქვენ ხართ კალიფორნიის მოქალაქე და გსურთ მოსთხოვოთ კოკა-კოლას თქვენ შესახებ არსებული პირადი ინფორმაციის წაშლა, გთხოვთ, იხილოთ კოკა-კოლას კონფიდენციალურობის პოლიტიკის კალიფორნიის განყოფილებისთვის.

თუ სერვისები როდესმე ჩაითვლება ელექტრონულ კომერციულ სერვისებად (როგორც ეს განსაზღვრულია კალიფორნიის სამოქალაქო კოდექსში 1789.3), კალიფორნიის მოქალაქეები უფლებამოსილები არიან მიიღონ ინფორმაცია მომხმარებლის სპეციფიური უფლებების შესახებ:

სერვისის მომწოდებლად ითვლება: კოკა-კოლას კომპანია, One Coca‑Cola Plaza, ატლანტა, ჯორჯია 30313

თუ სერვისები მიჩნეულია, როგორც ელექტრონულ კომერციულ სერვისებად, თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ საჩივრის ფორმა სერვისებთან დაკავშირებით ან მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ამ სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით ელექტრონული წერილის გამოგზავნით შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://www.coca-colacompany.com/contact-us/contact-us-form თქვენ ასევე შეგიძლიათ წერილობით დაგვიკავშირდეთ, როგორც The Coca‑Cola Company, P.O.-ს ყუთი 1734, ატლანტა, GA 30301, ან დაგვირეკეთ შემდეგ ნომერზე 1.800.GET.COKE (1.800.438.2653)

აშშ-ს ყველა მომხმარებლისათვის: ინფორმაციისათვის, თუ როგორ უნდა წარადგინოთ საჩივარი საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ 1998 წლის „ციფრულ ეპოქაში საავტორო უფლებების დაცვის შესახებ აქტის“ („DMCA=“) საფუძველზე, გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს DMCA პოლიტიკას. 

გერმანიის მომხმარებელთათვის: არაფერი ზღუდავს ან გამორიცხავს კოკა-კოლას პასუხისმგებლობას გერმანიის მომხმარებელთა წინაშე უხეში დაუდევრობისთვის. გერმანიის რეკლამის ფედერაციის (Deutscher Werberat, ZAW) რეგულაციების თანახმად, კოკა-კოლა არ აწარმოებს სარეკლამო ან მარკეტინგულ აქტივობებს გამიზნულს 14 წლამდე ასაკის მომხმარებელთათვის. ამგვარად, სერვისები არ არის განკუთვნილი 14 წლამდე ასაკის პირთათვის გამოსაყენებლად.